ქვეყანა: ლიეტუვა
ენა: ქართული
შეცვლა

PAYSERA ბილეთების პლატფორმის გამოყენების შესახებ ხელშეკრულება ორგანიზატორებისთვის

Paysera მართავს tickets.paysera.ge მისამართზე ხელმისაწვდომ პლატფორმას, რომელიც ორგანიზატორებს აძლევს შესაძლებლობას განათავსონ და გაყიდონ ღონისძიებების ბილეთები. Paysera Tickets პლატფორმაზე ორგანიზატორების წვდომა უზრუნველყოფილია წინამდებარე პირობებით. იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმა საშუალებას გაძლევთ ატვირთოთ ინფორმაცია/მონაცემები ღონისძიებების პოპულარიზაციისა და ბილეთების გაყიდვის მიზნებისთვის, თქვენ ეთანხმებით Paysera Tickets პლატფორმის წესებსა და პირობებს, რომელიც შედგება წინამდებარე შეთანხმებისგან, Paysera Tickets პლატფორმის გამოყენების პირობებისგან, კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და ამ ხელშეკრულებებში ნახსენები ნებისმიერი სხვა დოკუმენტისგან. <br/> ორგანიზატორი აღიარებს და თანხმდება, რომ მას აქვს საკმარისი შესაძლებლობა წაიკითხოს და გაიაზროს წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემული პირობები, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს და რომ გააჩნია ყველა საჭირო უფლება წინამდებარე ხელშეკრულების ორგანიზატორის სახელით დადებისთვის. <br/> ძირითადი განმარტებები

1.1. ბილეთი/ აბონიმენტი (შემდგომში ერთად მოხსენიებული, როგორც ბილეთი) - Paysera Tickets პლატფორმაზე გენერირებული ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც მყიდველს ანიჭებს უფლებას დაესწროს ორგანიზატორის მიერ ორგანიზებულ კონკრეტულ ღონისძიებას ან ღონისძიებათა სერიას. ბილეთში ეთითება ღონისძიების დასახელება, ადგილი და თარიღი, QR კოდი, მისი მოქმედების პერიოდი (სერიული ბილეთის შემთხვევაში) და ორგანიზატორის მიერ მოწოდებული სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
1.2. ვებგვერდი tickets.paysera.com- https://tickets.paysera.ge/ ელექტრონულ მისამართზე განთავებული ვებგვერდი, რომელიც ეკუთვნის Paysera Tickets Georgia-ს და წარმოადგენს Paysera Tickets პლატფორმის შემადგენელ ნაწილს. < br/> 1.3. ორგანიზატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწყობს ღონისძიებას და Paysera Tickets პლატფორმის მეშვეობით განათავსებს და ყიდის ღონისძიების ბილეთებს/აბონიმენტს;
1.4. Paysera – იგულისხმება იურიდიული პირის კოდი Paysera Services, რომელმაც უძღვება Paysera Tickets პლატფორმას და იცავს Paysera Tickets-ის ყველა ინტელექტუალურ უფლებას წინამდებარე პლატფორმაზე.
1.5. Paysera სისტემა –– ელექტრონული გადახდის სისტემა, რომელიც გამოიყენება ფინანსური მომსახურების, მათ შორის, საბანკო მომსახურების უზრუნველსაყოფად. საბანკო მომსახურებით მოსარგებლე მომხარებელს შეუძლია გახსნას საბანკო ანგარიში, განათავსოს თანხები ანგარიშზე, გადარიცხოს ან/და მიიღოს გადარიცხვები და გადაიხადოს საქონლის/მომსახურების ღირებულება. საბანკო მომსახურების წესები და პირობები მოცემულია მისამართზე www.paysera.ge. www.paysera.com.
1.6. Paysera Tickets პლატფორმა ("პლატფორმა") –ღონისძიების ბილეთების შესაძენი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით, ხელმისაწვდომია URL-ზე https://tickets.paysera.ge/ ან Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით. tickets.paysera.com.
1.7. Paysera Tickets მობილური აპლიკაცია – აპლიკაცია, რომელიც ინსტალირდება მობილურ მოწყობილობაზე და გამოიყენება ელექტრონული ბილეთის ავთენტურობის შესამოწმებლად.
1.8. მყიდველი –ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც იყიდა ორგანიზატორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი Paysera Tickets პლატფორმის მეშვეობით.
1.9. ღონისძიება –ორგანიზატორის მიერ ორგანიზებული კულტურული, გასართობი, სპორტული ან ნებისმიერი სხვა სახის ღონისძიება/აქტივობა, რომელიც გამოქვეყნებულია პლატფორმაზე და რომელზე დასწრებაც შესაძლებელია ბილეთის მეშვეობით.
1.10.ხელშეკრულება –Paysera Tickets პლატფორმის გამოყენების შესახებ წინამდებარე ხელშეკრულება ორგანიზატორებისთვის.

ზოგადი დებულებები

2.1. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია ორგანიზატორსა და Paysera-ს შორის.
2.2. ხელშეკრულების საგანი: Paysera აძლევს ორგანიზატორს Paysera Tickets პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობას, სადაც მას შეუძლია შექმნას ღონისძიება, დაწეროს ღონისძიების აღწერა, დააგენერიროს და გაყიდოს ღონისძიების ბილეთები, დარეგისტრიროს დამსწრეები/მონაწილეებო უფასო ღონისძიებაზე, შეაგროვოს ინფორმაცია განთავსებული (პოპულარიზაციის) და გაყიდული ბილეთების შესახებ და შეასრულეთ სხვა ხელმისაწვდომი მოქმედებები პლატფორმაზე.
tickets.paysera.com 2.3. ბილეთების განთავსების (პოპულარიზაციის)/გაყიდვისთვის ორგანიზატორმა უნდა შექმნას გადახდების შეგროვების პროექტი Paysera სისტემაში. ასეთი პროექტი ექვემდებარება ონლაინ გადახდების შეგროვების პირობებს, რომლებიც მოცემულია პეისერა ბანკ საქართველოს ვებ გვერდზე. www.paysera.com.
2.4. ხელშეკრულებაში მითითებული მომსახურების გაწევისას Paysera იძლევა მხოლოდ Paysera Tickets პლატფორმის გამოყენების უფლებას.
2.5. დამატებითი სერვისები, რომლებიც არ არის მითითებული ხელშეკრულებაში, დარეგულირდება მხარეებს შორის ცალკე წერილობითი შეთანხმებით, სადაც განისაზღვრება ამგვარი მომსახურების გაწევის პროცედურა და პირობები.
2.6. ბილეთები ხელმისაწვდომი ხდება (პოპულარიზდება) და იყიდება უშუალოდ ორგანიზატორის მიერ. ითვლება, რომ ბილეთების ნასყიდობის გარიგება იდება ორგანიზატორი (გამყიდველსა) და მყიდველს შორის და მხოლოდ ორგანიზატორია პასუხისმგებელი მყიდველისთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ბილეთების ნასყიდობის გარიგებასთან შესაბამისობაზე და მის მიერ შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე.

Paysera Tickets პლატფორმის გამოყენება

3.1. Paysera Tickets პლატფორმის გამოსაყენებლად ორგანიზატორი რეგისტრირებული უნდა იყოს Paysera სისისტემაში, შესრულებული ჰქონდეს იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის საჭირო პროცედურები და ჰქონდეს საბანკო ანგარიში.
3.2. ორგანიზატორმა Paysera Tickets პლატფორმაზე ავტორიზაციისთვის უნდა გამოიყენოს Paysera სისტემაში არსებული მისი ანგარიში. www.paysera.com. .
3.3. ბილეთების გასაყიდად (ანუ გაყიდული ბილეთების გადასახადების შეგროვების მიზნით), ორგანიზატორმა უნდა შექმნას შესაბამისი გადახდების შეგროვების პროექტი Paysera სისტემაში არსებული პირობების შესაბამისად (პირობები ხელმისაწვდომია სს “პეისერა ბანკი საქართველოს” ვებ გვერდზე). 3.3. გაყიდული ბილეთებისთვის გადახდილი ფულადი სახსრები გროვდება ორგანიზატორის საბანკო ანგარიშზე, Paysera სსისტემაში მოცემული წესებისა და პირობების შესაბამისად. www.paysera.com.
3.4. ორგანიზატორმა Paysera Tickets პლატფორმაზე ღონისძიების შესაქმნელად Paysera Tickets პლატფორმაზე უნდა შეიყვანოს ღონიზძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ღონისძიების სახელი, ჩატარების ადგილი და დრო, მოკლე აღწერა და სხვა საჭირო ინფორმაცია. ორგანიზატორმა უნდა აირჩიოს ღონისძიების ბილეთის სასურველი პარამეტრები და ბილეთის ყიდვისას მყიდველებისგან შესაგროვებელი ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური ინფორმაცია).
3.5. ორგანიზატორმა Paysera Tickets პლატფორმაზე ღონისძიების შესაქმნელად Paysera Tickets პლატფორმაზე უნდა შეიყვანოს ღონიზძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ღონისძიების სახელი, ჩატარების ადგილი და დრო, მოკლე აღწერა და სხვა საჭირო ინფორმაცია. ორგანიზატორმა უნდა აირჩიოს ღონისძიების ბილეთის სასურველი პარამეტრები და ბილეთის ყიდვისას მყიდველებისგან შესაგროვებელი ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური ინფორმაცია)
3.6. Paysera Tickets პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას, ბილეთის შეძენისას ან უფასო ღნისძიებაზე დამსწრეთა/მონაწილეთა ჩაწერისას განისაზღვროს მყიდველის/მომომხარებლის მიერ მოსაწოდებელი აუცილებელი მონაცემები.
3.7. შექმნილი ღონისძიება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდებაtickets.paysera.comვებ გვერდზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზატორი ღონისძიებას ანიჭებს კერძო/დახურული ღონისძიების სტატუსს. ინფორმაცია ორგანიზატორის შესახებ, მისი დეტალები და საკონტაქტო მონაცემები მოცემულია ორგანიზატორის მიერ შექმნილ თითოეულ ღონისძიებასთან.
3.8. Paysera Tickets პლატფორმაზე ორგანიზატორი ხედავს განთავსებული (პოპულარიზებული) და გაყიდული ბილეთების რაოდენობას, თვალს ადევნებს მისი ღონისძიების სტატისტიკას და ასრულებს პლატფორმაზე ხელმისაწვდომ სხვა მოქმედებებს.
3.9. მყიდველის მიერ წარდგენილი ბილეთის ავთენტურობისა და ვალიდურობის შესამოწმებლად, ორგანიზატორმა უნდა გადმოწეროს და გამოიყენოს Paysera Tickets მობილური აპლიკაცია.
3.10. ორგანიზატორი ყველა შემთხვევაში სრულად არის პასუხისმგებელი მყიდველისთვის თანხის დაბრუნებაზე. ორგანიზატორს აქვს შესაძლებლობა ბილეთების ღირებულება დაუბრუნოს მყიდველს Paysera სისტემაში არსებული ორგანიზატორის ანგარიშის მეშვეობით.

Paysera-ს უფლებები და ვალდებულებები

4.1. Paysera იღებს ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და პროცედურებით, მიანიჭოს ორგანიზატორს უფლება გამოიყენოს Paysera Tickets პლატფორმა ღონისძიების შესაქმნელად, ღონისძიების აღწერის დასაწერად, tickets.paysera.com ვებ გვერდზე ღონისძიების გამოსაქვეყნებლად, ბილეთების დასაგენერირებლად, ბილეთების განთავსებისა (პოპულარიზაციის) და/ან გაყიდვისთვის, ღონისძიებებისა და გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის შესანახად.
4.2. Paysera უზრუნველყოფს ორგანიზატორს Paysera Tickets მობილური მოწყობილობის მეშვეობით ბილეთის გადამოწმების ინსტრუქციებით.
4.3. Paysera არ არის პასუხისმგებელი ღონისძიების შესახებ ორგანიზატორის მიერ მოწოდებული ვიზუალური, გრაფიკული, ტექსტური ან/და ციფრული ინფორმაციის სიზუსტეზე, სისრულესა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
4.4. Paysera წარმოადგენს მონაცემთა დამმუშავებაზე უფლებამოსილ პირს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4.5. Paysera აგროვებს მყიდველის პერსონალურ მონაცემებს ორგანიზატორის მიერ მითითებულ ფარგლებში და ინახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით განსაზღვრული დროის განმავლობაში. Paysera უზრუნველყოფს Paysera Tickets პლატფორმაზე შენახული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას.
4.6. Paysera იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, გამოაქვეყნოს ორგანიზატორის საჯარო ღონისძიებები Paysera-ს სოციალური მედიის პროფილებზე, მათ შორის facebook-ის გვერდზე შესაბამისი facebook event-ის შექმნით, ორგანიზატორისთვის შეტყობინების გარეშე. Paysera ასევე უფლებამოსილია, ორგანიზატორსა და სს “პეისერა ბანკ საქართვლოს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან/და არსებული შეთანხმების შესაბამისად, გადასცეს სს “პეისერა ბანკ საქართვლოს” სრული ინფორმაცია, მათ შორის პლატფორმაზე გამოქვეყნებული ვიზუალური, გრაფიკული, ტექსტური და ციფრული ინფორმაცია სს “პეისერა ბანკ საქართვლოს” ინტერნეტ/მობაილ ბანკში სს “პეისერა ბანკ საქართვლოს” კლიენტებისთვის განსათავსებლად.
4.7. Paysera არ არის პასუხისმგებელი როგორც მყიდველის მიერ მოწოდებული მონაცემების სისწორეზე, ასევე ორგანიზატორის მიერ განთავსებული ღონისძიების ხარისხზე, შესრულებაზე, ღონისძიების გაუქმებაზე, ბილეთების თანხის დაბრუნებაზე, მონაწილეთა ინფორმირებაზე, გარდა ღონისძიების შესახებ ვებგვერდზე tickets.paysera.com ინფორმაციის გამოქვეყნებისა.
4.8. თუ ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო, Paysera არც ერთ შემთხვევაში და არანაირი გარემოების ქვეშ არ იქნება პასუხისმგებელი ღონისძიების შეცვლილი პირობების გამო მყიდველების და/ან სხვა მესამე პირების მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურებაზე.
4.9. მყიდველისთვის ინვოისის გაცემაზე პასუხისმგებელია ორგანიზატორი. Paysera Tickets პლატფორმაზე არსებობს ავტომატური ინვოისების გენერირების ფუნქციონალი, რომელიც შექმნილია ორგანიზატორს სახელზე ინვოისების გასაცემად. Paysera უზრუნველყოფს ორგანიზატორს Paysera Tickets პლატფორმის აღნიშნული ფუნქციონალის გამოყენების ინსტრუქციებით.
4.10. თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ღონისძიება შეიძლება არ ჩატარდეს ან შეიძლება გადაიდოს, Paysera-ს უფლება აქვს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ღონისძიების ბილეთების განთავსებისა და გაყიდვის შეჩერებაზე და აცნობოს აღნიშნულის შესახებ ორგანიზატორს, ორგანიზატორის მიერ ღონისძიების აღწერაში მითითებული საკონტაქტო საშალების გამოყენებით. თუ Paysera-ს მიერ ორგანიზატორისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 48 საათის განმავლობაში ორგანიზატორი არ წარადგენს სარწმუნო მტკიცებულებას, რომ ღონისძიება ჩატარდება ან არ გადაიდება, Paysera-ს უფლება აქვს პლატფორმაზე გააუქმოს ღონისძიება, მოუწოდოს ორგანიზატორს დაუბრუნოს ბილეთების ღრებულება მყიდველებს და წაშალოს ღონისძიების აღწერა. ასეთ შემთხვევებში, ითვლება, რომ ორგანიზატორთან გაფორმებული ხელშეკრულება წყდება Paysera-ს მიერ ბილეთების განთავსებისა და გაყიდვის შეჩერების დღიდან.
4.11. Paysera არ არის პასუხისმგებელი Paysera Tickets-ის მობილური აპლიკაციის ფუნქციონირების შეფერხებებზე ან ხარვეზებზე, რომელიც გამოწვეულია ინტერნეტ კავშირის დაკარგვის ან პრობლემების გამო.

ორგანიზატორის უფლება-მოვალეობები

5.1. ორგანიზატორი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოსtickets.paysera.com პლატფორმაზე განთავსებული ღონისძიების შესახებ არსებული ყველა ვიზუალური, გრაფიკული, ტექსტური და ციფრული ინფორმაციის სიზუსტე, სისრულე და შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. ორგანიზატორი იღებს ვალდებულებას არ შეუწყოს ხელი/ არ წაახალისოს ცალკეულ პირთა ან ინდივიდთა ჯგუფების მიმართ სიძულვილი, ძალადობა ან შევიწროება; შესაბამისი ნებართვის გარეშე არ გამოიყენოს საავტორო ან სავაჭრო ნიშნით დაცული მასალა.
5.2. მყიდველების ინტერესების დასაცავად, Paysera-ს მოთხოვნით, ორგანიზატორი იღებს ვალდებულებას, Paysera-ს მოთხოვნიდან 48 საათის განმავლობაში, მიაწოდოს მას ხელშეკრულებების დადასტურებული ასლები ან სხვა დოკუმენტები, რომლებიც დადებულია ღონისძიების ადგილს მმართველ/მფლობელ კომერციულ სუბიექტთან, შეთანხმებები შემსრულებლებთან და სხვა დოკუმენტები და/ან მტკიცებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ღონისძიების ჯეროვან და უხარვეზო მიმდინარეობას. ორგანიზატორის მიერ წინამდებარე ვალდებულების შესრულებისას წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად. თუ ორგანიზატორი დადგენილ ვადაში არ წარადგენს აღნიშნულ დოკუმენტებს, Paysera-ს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეაჩეროს კონკრეტული ღონისძიების ბილეთების განთავსება/გაყიდვა, სანამ ორგანიზატორი არ წარადგენს ამ დოკუმენტებს. თუ ორგანიზატორი არ წარადგენს აღნიშნულ დოკუმენტებს, Paysera შეწყვეტს ამ ღონისძიების ბილეთების განთავსება/გაყიდვას.
5.3. ორგანიზატორი სრულად არის პასუხისმგებელი ბილეთების კონტროლსა და ღონისძიებაზე დამსწრე მყიდველების რაოდენობაზე.
5.4. ორგანიზატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მყიდველებს ღონისძიების ნებისმიერი ცვლილების შესახებ (მაგ. თარიღი, დრო, ღონისძიების გაუქმება და ა.შ.) და განაახლოს შესაბამისი ინფორმაცია Paysera Tickets-ის პლატფორმაზე.
5.5. ორგანიზატორი იღებს სრულ პასუხისმგებლობას ღონისძიების ჩატარებასა და გაუქმებაზე, ასევე, ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, მყიდველებისთვის თანხის დაბრუნებაზე. ორგანიზატორი პასუხისმგებელია მყიდველების და სხვა მესამე პირების (კომპეტენტური ორგანოების და ა.შ.) მიმართ ბილეთების თანხის დაბრუნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.
5.6. ორგანიზატორი იღებს სრულ პასუხისმგებლობას ღონისძიების დროისა და/ან ადგილის ცვლილების გამო მყიდველის მიერ მიღებულ ნებისმიერ დანაკარგზე, თუ მყიდველმა უკვე შეიძინა ღონისძიების ბილეთი.
5.7. ორგანიზატორი ვალდებულია დაიცვას და არ გაუმჟღავნოს Paysera Tickets პლატფორმაზე ავტორიზაციის მონაცემები/სერთიფიკატები მესამე პირებს.
5.8. ორგანიზატორი არის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი და იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებული მყიდველის უფლებების სათანადო დაცვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს სათანადო წესით დადასტურებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (privacy policy) და პერსონალური მონაცემების დამუშავების წესები.
5.9. ორგანიზატორს არ აქვს უფლება გამოიყენოს Paysera Tickets პლატფორმა მყიდველების საკრედიტო ბარათის დეტალების, ფინანსური დეტალების ან სხვა ისეთი კონფიდენციალური ინფორმაციის შესაგროვებლად, რომელიც არ არის საჭირო ღონისძიების ადმინისტრირებისთვის.
5.10. ორგანიზატორს ეკრძალება იმ ღონისძიებების ბილეთების განთავსება/გავრცელება და გაყიდვა, რომლებიც არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების წახალისებას/პროპაგანდას, ან/და აქვთ პორნოგრაფიული ან ეროტიკული შინაარსი, ასევე ღონისძიებები, რომლის შექმნის მიზანია პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება და დამუშავება ან/და უკანონო საქმიანობის, თაღლითობის და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისთვის Paysera Tickets პლატფორმის გამოყენებას.

პასუხისმგებლობა

6.1. თუ მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა ან არაჯეროვნად შესრულდა, დამნაშავე მხარე აუნაზღაურებს მეორე მხარეს მიყენებულ ზიანს, მათ შორის მიუღებელი შემოსავლის სახით მიღებულ ზიანს.
6.2. ორგანიზატორი უპირობოდ იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს ზედამხედველი ორგანოების მიერ Paysera-სთვის დაკისრებული ნებისმიერი ჯარიმა, თუ ასეთი ჯარიმები Paysera-ს დაეკისრა ორგანიზატორის ბრალის გამო.
6.3. მხარეები თანხმდებიან, რომ მყიდველების საჩივრები, რომლებიც დაკავშირებულია Paysera Tickets პლატფორმაზე განთავსებულ ღონისძიებასთან/პლატფორმაზე განთავსებულ /გაყიდულ ბილეთთან, განიხილება ორგანიზატორის მიერ. მყიდველისგან ასეთი საჩივრის მიღების შემდეგ, Paysera გადაამისამართებს საჩივართან, რის შესახებაც აცნობებს მყიდველს.
6.4. თუ კომპეტენტური/ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება, რომელიც აკმაყოფილებს მყიდველის საჩივარს და Paysera-ს აკისრებს ვალდებულებას მყიდველსთვის ზიანის აბაზღაურებაზე, Paysera აღასრულებს ამგვარ გადაწყვეტილებას, ხოლო ორგანიზატორი ვალდებულია აუნაზღაუროს Paysera-ს კომპეტენტური/ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილების აღსრულებით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა Paysera-ს ბრალით.
6.5. თუ ორგანიზატორი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, Paysera-ს უფლება აქვს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დაუყოვნებლივ და ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, შეაჩეროს და/ან გააუქმოს ორგანიზატორის უფლება გამოიყენოს Paysera Tickets პლატფორმა, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ბილეთების გაყიდვა/გავრცელება, მოსთხოვოს ორგანიზატორს დაუბრუნოს ბილეთები მყიდველებს და განახორციელოს სხვა სამართლებრივი ქმედებები Paysera-ს, მყიდველების და სხვა მესამე პირების ინტერესების დასაცავად.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა

7.1. ორგანიზატორი Paysera Tickets-ის პლატფორმაზე არსებული ღონისძიებების შექმნის თვითმომსახურების სერვისის გამოყენებით ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს.
7.2. ხელშეკრულება ძალაში შედის Paysera Tickets პლატფორმაზე ორგანიზატორის ავტორიზაციისთანავე და მოქმედებს მხარეთა მიერ ორმხრივი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე ან მხარეთა ორმხრივი შეთნახმებით ან წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეწყვეტამდე.
7.3.ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ ორგანიზატორს ეცნობება 60 (სამოცი) კალენდარული დღით ადრე. ითვლება, რომ ორგანიზატორმა მიიღო შეტყობინება და ხელშეკრულების პირობები ძალაში შედის Paysera-ს მიერ ორგანიზატორისთვის რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებზე შეტყობინების გაგზავნიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის შემდეგ (შეტყობინება იგზავნება ვებ გვერდის შესაბამის ლინკთან ერთად). ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ასევე ქვეყნდება tickets.paysera.com ვებგვერდზე. ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების მოქმედება ვრცელდება ცვლილებების ამოქმედების მომენტიდან Paysera Tickets პლატფორმაზე შექმნილ ღონისძიებებზე.

სხვა დებულებები

8.1. წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო წარმოშობილი დავები წყდება მოლაპარაკებით, ხოლო მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
8.2. წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.3. ხელშეკრულების თავებისა და მუხლების სახელები განკუთვნილია მხოლოდ მოსახერხებლობისთვის და არ აქვს გავლენა ხელშეკრულების დებულებების განმარტებისას.
8.4. მხარეებს არ აქვთ უფლება, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავიანთი უფლებები და ვალდებულებები გადასცენ მესამე მხარეს, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
8.5. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება ძალადაკარგულად გამოცხადდება, ეს არ გამოიწვევს ხელშეკრულების ბათილობას და ხელშეკრულების ყველა სხვა დებულება რჩება ძალაში.
8.6. ყველა შეტყობინება და ინფორმაცია მეორე მხარისთვის სათანადოდ მიწოდებულად ჩაითვლება, თუ ისინი გადაცემულია პირადად, მიღების დადასტურებით, გაგზავნილია რეგისტრირებული ფოსტით ან მხარეთა მიერ სისტემაში მითითებული ელექტრონული ფოსტით. თუ მხარე შეცვლის მისამართს ან ელექტრონული ფოსტის მისამართს, აღნიშნულის შესახებ იგი დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით; აღნიშნული ცვლილების შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარესთან არსებულ საკონტაქტო მონაცემებზე დაყრდნობით გაგზავნილი შეტყობინებები ჩაითვლება ჯეროვნად გაგზავნილად და დამრღვევი მხარის მიერ მიღებულად.