ქვეყანა: ლიეტუვა
ენა: ქართული
შეცვლა

Paysera Tickets პლატფორმის გამოყენების პირობები

გამოქვეყნების თარიღი: 25.09.2023

ძირითადი განმარტებები

1.1. ბილეთი/ აბონემენტი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ბილეთი) – Paysera Tickets პლატფორმაზე შექმნილი ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც მყიდველს ანიჭებს უფლებას დაესწროს ორგანიზატორის მიერ ორგანიზებულ კონკრეტულ ღონისძიებას ან ღონისძიებათა სერიას. ბილეთში ასახულია ისეთი დეტალები, როგორიცაა ღონისძიების დასახელება, ადგილი და თარიღი, QR კოდი, მისი მოქმედების პერიოდი (აბონიმენტის შემთხვევაში) და ორგანიზატორის მიერ მითითებული სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
1.2. ვებ საიტი tickets.paysera.com ელექტრონულ მისამართზე , რომელიც ეკუთვნის Paysera Tickets Georgia-ს და წარმოადგენს Paysera Tickets პლატფორმის შემადგენელ ნაწილს.
1.3. ორგანიზატორი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია ღონისძიების მოწყობასა და ჩატარებაზე. ორგანიზატორი Paysera Tickets პლატფორმის მეშვეობით, განათავსებს ღონისძიების აღწერილობას, საკუთარ საკონტაქტო ინფორმაციას, ავრცელებს და ყიდის ღონისძიების ბილეთებს. ;
1.4. Paysera Tickets პლატფორმა ("პლატფორმა") – იგულისხმება იურიდიული პირის კოდი Paysera Services, რომელმაც უძღვება Paysera Tickets პლატფორმას და იცავს Paysera Tickets-ის ყველა ინტელექტუალურ უფლებას წინამდებარე პლატფორმაზე.
1.5. Paysera Tickets პლატფორმა ("პლატფორმა") – ღონისძიების ბილეთების შესაძენი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით, ხელმისაწვდომია URL-ზე tickets.paysera.com ან Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით. .
1.6. Paysera Tickets მობილური აპლიკაცია – აპლიკაცია, რომელიც ინსტალირდება მობილურ მოწყობილობაზე და გამოიყენება ელექტრონული ბილეთის ავთენტურობის შესამოწმებლად.
1.7. მყიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც იყიდა ორგანიზატორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი Paysera Tickets პლატფორმის მეშვეობით.
1.8. ღონისძიება – ორგანიზატორის მიერ ორგანიზებული კულტურული, გასართობი, სპორტული ან ნებისმიერი სხვა სახის ღონისძიება/აქტივობა, რომელიც გამოქვეყნებულია პლატფორმაზე და რომელზე დასწრებაც შესაძლებელია ბილეთის მეშვეობით.
1.9. გამოყენების წესები (წესები) – იგულისხმება Paysera Tickets პლატფორმის გამოყენების წინამდებარე პირობები.tickets.paysera.com
1.10. მომხმარებელი - ნებისმიერი პირი, რომელიც სტუმრობს და/ან იყენებს პლატფორმას, მიუხედავად მათი პლატფორმაზე რეგისტრაციისა სტატუსისა.
1.11. ტრანზაქციის საკომისიო - ბანკის ან სხვა ფინანსური დაწესებულების მიერ ფინანსური ტრანზაქციისთვის განსაზღვრული საკომისიო (მაგალითად, ბილეთის შეძენისთვის, თანხის დაბრუნებისთვიდ და ა.შ.), რომლის გადახდის ვალდებულება ეკისრება მყიდველს.

ზოგადი დებულებები

2.1. ძალაში შესვლა და მოქმედება: წინამდებარე გამოყენების წესები ძალაში შედის და მოქმედებს იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი იწყებს Paysera Tickets პლატფორმის დათვალიერებას. Paysera Tickets პლატფორმის გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ წაიკითხა და ეთანხმება წინამდებარე წესებს და იღებს ვალდებულებას, დაიცვას ისინი.
2.2. სავალდებულო პირობა: გამოყენების წესები განიხილება როგორც Paysera Tickets პლატფორმის გამოყენების აუცილებელი წინაპირობა და ვრცელდება როგორც მყიდველებზე, ასევე ორგანიზატორებზე. მომხმარებლები, რომლებიც არ ეთანხმებიან Paysera Tickets-ის გამოყენების წესებს, ვერ გამოიყენებენ ამ პლატფორმას.
2.3. ფარგლები: წინამდებარე გამოყენების წესები განსაზღვრავს Paysera Tickets პლატფორმით სარგებლობის პირობებს, მათ შორის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის, ბილეთების ყიდვა-გაყიდვის და Paysera Tickets პლატფორმის გამოყენების სხვა პირობებს.
2.4. ცვლილებები: Paysera უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს გამოყენების წესები. ცვლილებები ძალაში შედის ვებ საიტზე გამოქვეყნების მომენტიდან. რეკომენდირებულია, მომხარებელმა პლატფორმით სარგებლობამდე წაიკითხოს წინამდებარე წესების უახლესი ვერსია. ითვლება, რომ მომხმარებელი, რომელმაც შეიძინა ბილეთი/სეზონის ბილეთი, გაეცნო გამოყენების წესების შესაბამის ვერსიას, რომელიც მოქმედებდა მის მიერ ბილეთის შეძენის დროს.
tickets.paysera.com.

Paysera Tickets პლატფორმის გამოყენება

3.1. Paysera Tickets პლატფორმის მიზანი: Paysera Tickets პლატფორმა ორგანიზატორებს აძლევს შესაძლებლობას განათავსონ ინფორმაცია მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ და გაავრცელონ/გაყიდონ ბილეთები, ხოლო მომხმარებლებს მიიღონ ინფორმაცია ღონისძიებების და მათი ორგანიზატორების შესახებ და შეიძინონ ბილეთი.
3.2. ბილეთების გაყიდვა: Paysera არანაირი ფორმით, არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ, არ მონაწილეობს ბილეთების გაყიდვაში. Paysera როგორც ორგანიზატორს, ისე მყიდველს უზრუნველყოფს ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის, ბილეთების ყიდვა-გაყიდვის ტექნიკური შესაძლებლობით (პლატფორმით).
3.3. ღონისძიების პირობები: Paysera არ არის პასუხისმგებელი ღონისძიებებზე დასწრების/მონაწილეობის პირობების განსაზღვრაზე ან/და ბილეთით მინიჭებული კონკრეტული უფლებების ფარგლებისა და მოქმედების ვადის დადგენაზე. Paysera არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი ღონისძიების შინაარსზე, მის ხარისხზე და ორგანიზატორის მიერ პლატფორმაზე მოწოდებულ აღწერილობასთან შესაბამისობაზე.. ორგანიზატორს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ღონისძიებასა და მასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციაზე/მოვლენაზე, მათ შორის, ღონისძიების შინაარსზე, მის სისრულეზე, სიზუსტესა და კანონიერებაზე. ასევეღონისძიების გაუქმების ან ღონისძიების ნებისმიერ დროს ნებისმიერი სახით ცვლილებაზე, მისი თარიღის/ხანგრძლივობის ჩათვლით. ბილეთიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი წყდება მყიდველსა და ორგანიზატორს შორის.
3.4. ბილეთების გადაყიდვა: Paysera არ იძლევა მყიდველის მიერ შეძენილი ბილეთის პლატფორმაზე გადაყიდვის შესაძლებლობას, გარდა ამ წესების 3.5 პუნქტით გათვალისწინებული - აბონიმენტზე დაშვებული გამონაკლისისა. თუ ღონისძიების აღწერაში სხვა რამ არ არის მითითებული და ბილეთის ხელახალი გაყიდვა არღვევს კანონით და/ან ორგანიზატორის პირობებით დადგენილ შეზღუდვებს, ორგანიზატორი უფლებამოსილია გადაყიდული ბილეთი გამოაცხადოს ბათილად, უარი თქვას მის მიღებასა და გადახდილი ღირებულების დაბრუნებაზე.
3.5. აბონემენტის გადაყიდვა: მყიდველს, რომელმაც პლატფორმაზე შეიძინა აბონემენტი, შეუძლია ამავე პლატფორმაზე გაყიდოს აბონემენტის პაკეტში შემავალი ბილეთების ნაწილი. მყიდველს აბონემენტის გადაყიდვის უფლება აქვს მხოლოდ Paysera Tickets პლატფორმაზე, დაუშვებელია ბილეთების გაყიდვა სხვა პლატფორმებზე/ადგილებზე. სხვა პლატფორმებზე/ადგილებზე ბილეთის გადაყიდვის შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მყიდველს.
3.6. ინფორმაცია ორგანიზატორის შესახებ: ღონისძიების ორგანიზატორის შესახებ ინფორმაცია მოცემულია თითოეული კონკრეტული ღონისძიების აღწერილობის გვერდით.
3.7. ასაკობრივი შეზღუდვა: 18 წელზე უმცროსი ფიზიკური პირებისთვის აკრძალულია Paysera Tickets პლატფორმის გამოყენება და ბილეთების ყიდვა ან გაყიდვა. Paysera Tickets-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებით ან ბილეთის ყიდვით ან გაყიდვით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ ის არის მინიმუმ 18 წლის და უფლება აქვს დადოს შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის გარიგებები, განახორციელოს შესაბამისი ტრანზაქციები და კისრულობს სრულ პასხუისმგებლობას მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.
3.8. ბილეთის შეძენის უფლება: ბილეთების შეძენა შეუძლია ყველა პირს, რომელიც უფლებამოსილია დადოს ასეთი ტრანზაქცია (სრული ქმედუნარიანობა), აქვს ბილეთის ელექტრონულად შეძენისთვის საჭირო ტექნიკური შესაძლებლობა და რომელიც იცავს ამ წესების ყველა მოთხოვნას.
3.9. რეგისტრაცია: ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად, მყიდველს შეუძლია, მაგრამ არ არის ვალდებული, დარეგისტრირდეს Paysera Tickets-ის პლატფორმაზე ამ წესების მე-5 მუხლის შესაბამისად და შემდგომ შეიძინოს ბილეთი. მყიდველმა უნდა შეარჩიოს პლატფორმაზე არსებული სასურველი ღონისძიება, შეარჩიოს ბილეთის შეძენის ვარიანტი, აირჩიოს შესაძენი ბილეთების რაოდენობა, მიუთითოს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა პერსონალური ინფორმაცია, ორგანიზატორის მხრიდან ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში და გასცეს პლატფორმის მიერ მოთხოვნილი დადასტურებები.
3.10. გადახდის მეთოდები: მყიდველს შეუძლია ბილეთის ღირებულება გადაიხადოს Paysera Tickets პლატფორმაში ინტეგრირებული ელექტრონული გადახდის მეთოდების გამოყენებით.
3.11. გადახდის ვადა: მყიდველი ვალდებულია ბილეთი შეკვეთის გაგზავნიდან 15 წუთის განმავლობაში გადაიხადოს ბილეთის ღირებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზატორის მხრიდან არსებობს მკაფიო ნებართვა ბილეთის ღირებულების პროფორმა ინვოისით გადახდაზე. აღნიშნული ვადის დარღვევითა და დაგვიანებით განხორციელებული გადახდა ატარებს ბილეთის შეძენის ან/და მიწოდების არ განხორციელების რისკს. დაგვიანებულ გადახდასთან დაკავშირებული თანხის დაბრუნების მოთხოვნით , მყიდველი უნდა დაუკავშირდეს უშუალოდ ორგანიზატორს.
3.12. ბილეთის ღირებულება და გაცემის წესი: ბილეთები გაიცემა მყიდველზე და იგზავნება მის ელ. ფოსტის მისამართზე მხოლოდ ბილეთის სრული ღირებულების გადახდის შემდეგ. ინფორმაცია ბილეთის ღირებულების შესახებ ხელმისაწვდომია როგორც ზოგადად ვებ საიტზე tickets.paysera.com, ისე უშუალოდ ბილეთის შეძენისას. თუ მყიდველს სურს მიიღოს შეძენილი ბილეთების ინვოისი, მყიდველი პირდაპირ უნდა დაუკავშირდეს ორგანიზატორს.
3.13.ბილეთის მიწოდება: მყიდველის მიერ ბილეთის სრული ღირებულების გადახდის შემდეგ ელექტრონული ბილეთი იგზავნება მყიდველის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, პლატფორმაზე რეგისტრირებული მყიდველის შემთხვევაში - ბილეთი ასევე ხელმისაწვდომია მყიდველის Paysera Tickets ანგარიშზე. მყიდველი პასუხისმგებელია ზუსტი ინფორმაციის, მათ შორის მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართის მიწოდებაზე. თარაზუსტი ინფორმაციის, მათ შორის არასწორი ელფოსტის მისამართის მითითებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბილეთის მიწოდების პრობლემები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს. ასეთ შემთხვევებში, მყიდველი უნდა დაუკავშირდეს უშუალოდ ორგანიზატორს და განიხილოს შეძენილი ბილეთის მიღების ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობები.

ორგანიზატორის უფლება-მოვალეობები

4.1. ხელშეკრულლებებზე დათანხმება: Paysera Tickets პლატფორმის გამოსაყენებლად, ორგანიზატორმა უნდა დაადასტუროს წინამდებარე წესები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, პერსონალური მონაცემების დამუშავების შეთანხმება და Paysera Tickets სისტემის გამოყენების შესახებ შეთანხმება ორგანიზატორებისთვის. თუ ორგანიზატორი აპირებს ფასიანი ღონისძიებების ბილეთების გაყიდვას, მან უნდა გააფორმოს სს “პეისერა ბანკი საქართველოს” გენერალური მომსახურების ხელშეკრულება და სს “პეისერა ბანკი საქართველოსთან” დადოს სხვა საჭირო ხელშეკრულებები გადახდების შეგროვების პროექტთან დაკავშირებით.
4.2. ბილეთების გაყიდვა: ორგანიზატორი ყიდის ბილეთებს უშუალოდ მყიდველებთან ბილეთების ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების გზით. ორგანიზატორი პასუხისმგებელია ინფორმაციის სიზუსტეზე, ბილეთების გაყიდვის ხელშეკრულებასთან შესაბამისობასა და მომსახურების ხელმისაწვდომობაზე და ხარისხზე.
4.3. ინვოისი: მყიდველისთვის ინვოისის შედგენაზე პასუხისმგებელია ორგანიზატორი. www.paysera.com.
4.4 ღონისძიებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა: ორგანიზატორს ეკისრება სრულ პასუხისმგებლობა ღონისძიების ჩატარებასა და შესაძლო გაუქმებაზე. ორგანიზატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მყიდველებს ღონისძიების ნებისმიერი ცვლილების შესახებ, როგორიცაა თარიღი, დრო, ღონისძიების გაუქმება და ა.შ. და განაახლოს შესაბამისი ინფორმაცია Paysera Tickets პლატფორმაზე.
4.5. პასუხისმგებლობა მყიდველის ზიანზე: ორგანიზატორს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ღონისძიების ადგილის, დროის ან ღონისძიების სხვა პირობების შეცვლის გამო იმ მყიდველის მიერ მიღებულ ნებისმიერ ზარალზე, რომელმაც ცვლილებამდე შეიძინა ღონისძიების ბილეთი.
4.6. ბილეთების თანხების დაბრუნება: ორგანიზატორი პასუხისმგებელია მყიდველების და სხვა მესამე პირების (კომპეტენტური ორგანოები და ა.შ.) წინაშე მყიდველებისთვის ბილეთების თანხების დაბრუნების შეუსრულებლობის ან არასწორად შესრულებისთვის . ბილეთების თანხების დაბრუნების განხორციელება შესაძლებელია Paysera Tickets-ის პლატფორმაზე ორგანიზატორის ანგარიშის მეშვეობით.
4.7. ინფორმაცია ღონისძიების შესახებ: Paysera Tickets პლატფორმაზე ღონისძიების შექმნისას, ორგანიზატორი ვალდებულია შეიყვანოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ, მათ შორის ღონისძიების სახელი, ჩატარების ადგილი და დრო, აღწერა და სხვა საჭირო ინფორმაცია. ორგანიზატორმა ასევე უნდა აირჩიოს ბილეთის საჭირო პარამეტრები და მყიდველის შესახებ შესაგროვებელი მონაცემები.
4.8. ინფორმაციის სიზუსტე: ორგანიზატორი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ვებ საიტზეღონისძიების შესახებ მოწოდებული ყველა ვიზუალური, გრაფიკული, ტექსტური და ციფრული ინფორმაციის სიზუსტე, სისრულე და შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.აკრძალული ღონისძიებები: ორგანიზატორს ეკრძალება იმ ღონისძიების დაგეგმვა, მასზე დასასწრები ბილეთების გავრცელება და გაყიდვა, რომელიც არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის პორნოგრაფიული ან ეროტიკული შინაარსის, ძალადობის, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების ან აზარტული თამაშების ხელშეწყობის მიზნის მქონე ღონისძიებები. ორგანიზატორი იღებს ვალდებულებას არ შეუწყოს ხელი ან არ წაახალისოს სიძულვილი, ძალადობა ან შევიწროება ცალკეულ პირთა ან ინდივიდთა ჯგუფების მიმართ; და არ გამოიყენოს საავტორო ან სავაჭრო ნიშნით დაცული მასალა შესაბამისი ნებართვის გარეშე. ორგანიზატორს ასევე ეკრძალება Paysera Tickets პლატფორმის გამოყენება წინამდებარე წესების 12.3 პუნქტის დარღვევით, ასევე უკანონო ქმედებების, თაღლითობისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება ან მათში ჩართულობა.
4.9. საჩვრების განხილვა: მყიდველებისგან მიღებული ყველა პრეტენზია, რომელიც დაკავშირებულია Paysera Tickets პლატფორმის გამოყენებასთან, მათ შორის პრეტენზიები არაზუსტი/არასრული ინფორმაციის, ბილეთების, თანხის დაბრუნებისა და ნებისმიერი სხვა საკითხის შესახებ, დაუყოვნებლივ გადაეგზავნება ორგანიზატორს, რის შესახებაც Paysera აცნობებს მყიდველებს.
4.10. ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება: ხელშეკრულების ან ამ წესების დარღვევის გამო ორგანიზატორთან ხელშეკრულების შეწყვეტის და ორგანიზატორისთვის Paysera Tickets პლატფორმის ბილეთების გასაყიდად გამოყენების უფლების შეჩერების შემთხვევაში, Paysera-ს უფლებამოსილია, წინასწარი შეტყობინების გარეშე, აცნობოს ყველა მყიდველს ორგანიზატორთან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მიუთითოს მათ, რომ ყველა პრეტენზია (მათ შორის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით) პირდაპირ უნდა გაეგზავნოს ორგანიზატორს.

tickets.paysera.com









მყიდველის უფლება-მოვალეობები

5.1. ქმედუნარიანობა: მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სრული ქმედუნარიანობის მქონე ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, წარმოდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ, რომელსაც შეუძლია დადოს და განახორციელოს ბილეთების ნასყიდობის ხელშკერულება ორგანიზატორთან.
5.2. გაცნობიერებული გადაწყვეტილება: მყიდველი იაზრებს და სრულად აცნობიერებს საკუთარი ქმედებების შინაარსსა და მნიშვნელობას, ბილეთების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თანდმევ შედეგებს და ადასტურებს, რომ მისი ქმედებები არ არის განპირობებული რაიმე სახის გარეგანი ძალის გავლენით, იძულებით (როგორიცაა ძალადობა, მუქარა და ა.შ.) ან ნივთიერების ზემოქმედებით (როგორიცაა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობა და ა.შ.) ;
5.3. უფლებამოსილება: მყიდველი ადასტურებს, რომ გააჩნია სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ გასცეს თანხმობები (მათ შორის, ელექტრონულად ღილაკის მონიშვნით) და შეასრულოს ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები;
5.4. თანხმობა: მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო, გაიაზრა და ეთანხმება წინამდებარე „წესებს და პირობებს“;
5.5. ჯეროვანი შესრულება: მყიდველი ვალდებულია, კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები წინამდებარე წესების შესაბამისად.;
5.6. მყიდველის ვალდებულება:
5.6.1. დროული გადახდა: მყიდველი თანახმაა, გადაიხადოს ბილეთების საფასური შეკვეთის წარდგენიდან 15 წუთის განმავლობაში, გარდა წინამდებარე წესების 3.11 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა.
5.6.2. ინფორმაციის წარმოდგენა: მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს Paysera-ს ან/და ორგანიზატორის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა;
5.6.3. შესაბამისობა: მყიდველი ვალდებულია დაიცვას და არ დაარღვიოს წინამდებარე წესები, Paysera-ს ან/და ორგანიზატორის საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა პირობები, რომლებიც ვრცელდება მყიდველზე, ასევე Pyasera-ს მიერ გაცემული მითითებები და მოქმედ კანონმდებლობასთან;
5.6.4. ღონისძიების შეფასება: მყიდველმა ბილეთების შეძენამდე უნდა შეაფასოს აღნიშნული ბილეთების შესაბამისი ღონისძიების ყველა გარემოება, მათ შორის ღონისძიების თარიღის, ჩატარების, დროის და სხვა პირობები; უნდა წაიკითხოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია ბილეთების შეძენასა და ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით, ასევე დააზუსტოს ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორის შესახებ.
5.6.5. კომუნიკაცია: ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მყიდველი პირდაპირ უნდა დაუკავშირდება ორგანიზატორს.
5.7. მყიდველს ეკრძალება:
5.7.1. ბილეთის ბოროტად გამოყენება: ბილეთების გაყალბება, კოპირება, ბილეთების არალეგალურად შეძენა Paysera Tickets პლატფორმის გარეთ;
5.7.2. არაავტორიზებული გაყიდვა: Paysera Tickets პლატფორმის მიერ გენერირებული ბილეთების გაყიდვა Paysera Tickets პლატფორმის გარეთ; br/> 5.7.3. პლატფორმის შეფერხება: ნებისმიერი მოწყობილობის, პროგრამის ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს Paysera Tickets Platform-ის შესაბამის ფუნქციონირებას, გააჩინოს პლატფორმაზე ვირუსები ან მავნე კოდები, ან განახორციელოს სხვაგვარი ქმედება, რომელიც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს პლატფორმას ან მის შინაარსს ან Paysera სერვისების მუშაობას ან გამართულ ფუნქციონირებას;
5.7.4. გადატვირთვა: ნებისმიერი სხვა მოქმედების შესრულება, რომელიც გამოიწვევს Paysera Tickets პლატფორმის არაგონივრულ ან გადაჭარბებულ დატვირთვას.
5.7.5. არაავტორიზებული წვდომა: ნებისმიერი ქმედება, რომელიც საშუალებას აძლევს მყიდველს მოიპოვოს არაავტორიზებული წვდომა და/ან შეაგროვოს/დაამუშავოს ინფორმაცია Paysera-ს ვებ გვერდიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
5.7.6. არაკანონიერი ქმედებები: Paysera Tickets პლატფორმის გამოყენება რაიმე უკანონო ქმედებებისთვის, მათ შორის იმგვარი ქმედებისთვისაც, რომელიც პირდაპირ არ არის აღნიშნული წინამდებარე წესებში.
5.7.7. დარღვევები: ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს წინამდებარე წესებს, Paysera-ს ან/და ორგანიზატორის საჯაროდ ხელმისაწვდომ სხვა პირობებს და დებულებებს, Paysera-ს ინსტრუქციებს ან/და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს;
5.8. არაკანონიერი ქმედებების შეტყობინება: მყიდველის ყველა უკანონო ქმედება ეცნობება სამართალდამცავ და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს.
5.9. პასუხისმგებლობა მონაცემებზე: Paysera Tickets პლატფორმის გამოყენებისას, მყიდველი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მოწოდებული მონაცემების სიზუსტეზე, სისრულესა და ვალიდურობაზე და იღებს ყველა შედეგებს ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.
5.10. ღონისძიების გადამოწმება: ღონისძიებაზე მოსვლამდე, რეკომენდირებულია, მყიდველმა დააზუსტოს, ხომ არ შეცვლილა ღონისძიების დრო, ადგილი და სხვა პირობები.
5.11. გამოყენების რისკი: მყიდველი სარგებლობს პლატფორმით საკუთარი რისკის/პასუხისმგებლობის ქვეშ. Paysera არ იძლევა გარანტიას და არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ დარღვევაზე ან პრობლემაზე, რომელიც მყიდველს შეექმნა პლატფორმის გამოყენებისას.

მყიდველის რეგისტრაცია

6.1. რეგისტრაციის პროცესი: მყიდველს შეუძლია დარეგისტრირდეს Paysera Tickets პლატფორმაზე მყიდველის Facebook ანგარიშზე, Google ანგარიშსა ან Paysera-ს მიერ მითითებულ სხვა პლატფორმების ანგარიშზე შესვლით. Paysera Tickets პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის საჭიროა ამ პლატფორმებიდან მიღებული მონაცემები (მათ შორის პერსონალური მონაცემები), შესაბამისად, Paysera Tickets პლატფორმაზე დარეგისტრირებით, მყიდველი აცხადებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები Paysera Tickets პლატფორმაზე რეგისტრაციის მიზნით გადაეცემა Paysera-ს.
6.2. პერსონალურ მონაცემთა სისწორე: მყიდველი იღებს პასუხისმგებლობას, რომ სარეგისტრაციო ფორმაში ასახული და Paysera Tickets პლატფორმაზე მოწოდებული და შენახული მისი პერსონალური მონაცემები არის ზუსტი, უტყუარი და სრულია. მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს ის პლატფორმაზე. Paysera და/ან ორგანიზატორი არანაირად არ აგებენ პასუხს ზარალზე, რომელიც დადგა მყიდველის მიერ მითითებული არასწორი და არასრული პერსონალური მონაცემების გამო ან მათი ცვლილების შემდეგ მონაცემების პლატფორმაზე არ განახლების გამო. პასუხისმგებლობა მყიდველის და/ან მესამე მხარის მიერ განცდილ ნებისმიერ ზარალზე ეკისრება მყიდველს.
6.3. აბონემენტის გადაყიდვა: მყიდველი, რომელსაც სურს გაყიდოს შეძენილი ბიულეტინის ნაწილი Paysera Tickets პლატფორმის სხვა მომხმარებელზე, უნდა დარეგისტრირდეს Paysera Tickets პლატფორმაზე.

ღონისძიებასთან დაკავშირებული გარემოებები

7.1. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია და ხარისხი: ორგანიზატორი პასუხისმგებელია ღონისძიების ხარისხზე, მის ჩატარებაზე/მოწყობაზე, ღონისძიების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებასა და მის წესებსა და პირობებზე ცვლილებებზე. ღონისძიებასთან ან ბილეთებთან დაკავშირებულ ნებისმიერ გარემოებასთან/კითხვასთან დაკავშირებით, მყიდველი უნდა დაუკავშირდეს უშალოდ ორგანიზატორს.
7.2. ღონისძიების წესები და პირობები: ღონისძიების წესებსა და პირობებს განსაზღვრავს ორგანიზატორი. ამ მიზეზით, ღონისძიების პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული მყიდველებისთვის. Paysera არ ეკისრება პასუხისმგებლობა და არ აქვს უფლება დაადგინოს ღონისძიებების პირობები.
7.3. ღონისძიების ცვლილება ან გაუქმება: თუ ორგანიზატორი გააუქმებს ღონისძიებას ან სხვაგვარად შეატყობინებს მყიდველს, რომ ღონისძიება არ ჩატარდება, ან რომ ღონისძიების თარიღი, ადგილი ან სხვა მნიშვნელოვანი პირობა შეიცვალა და, შესაბამისად, ბილეთების მოქმედება შეჩერებულია, თანხის დაბრუნების ან/და ზიანის ანაზღაურებისთვის მყიდველი უნდა დაუკავშირდეს უშალოდ ორგანიზატორს.
7.4. ბილეთთან დაკავშირებული საკითხები: ბილეთის არ მიღების, ბილეთის გამოცვლის ან ბილეთის დაკარგვასთან დაკავშირებით, მყიდველი პირდაპირ უნდა დაუკავშირდეს ორგანიზატორს.
7.5. ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა: ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩვრების/პრეტენზიების მიღების შემთხვევაში, Paysera აღნიშნულ საჩივრებს/პრეტენზიებს გადაამისამართებს უშალოდ ორგანიზატორთან. აღნიშნული საჩვრები განიხილება ორგანიზატორის საჩივრების განხილვის პროცედურის შესაბამისად.

ღონისძიებასთან დაკავშირებული გარემოებები

8.1. მონაცემთა დამუშავება: Paysera ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მოცემული პროცედურებისა და პირობების შესაბამისად.
8.2. ორგანიზატორის მიერ მონაცემების დამუშავება: ორგანიზატორი მყიდველების პერსონალურ მონაცემებს პლატფორმის მეშვეობით ამუშავებს ორგანიზატორსა და Paysera-ს შორის დადებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შეთანხმების შესაბამისად. ეს შეთანხმება არეგულირებს მყიდველის პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს, ორგანიზატორისა და Paysera-ს ორმხრივ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას და მიზნად ისახავს უზრუნველყოს მყიდველის პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვა და უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.3. თანხმობა მონაცემთა გადაცემაზე: ღონისძიების ბილეთის შეკვეთის დადასტურებით, მყიდველი ასევე გასცემს თანხმობას, მის მიერ პლატფორმაზე შევსებული ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემები) ორგანიზატორსითვის გადაცემაზე.
8.4. მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმება: ორგანიზატორსა და Paysera-ს შორის დადებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შეთანხმება წარმოადგენს Paysera-ს Tickets პლატფორმის გამოყენების წესების დანართს. თუ ორგანიზატორი არ ეთანხმება პერსონალური მონაცემების დამუშავების შეთანხმებას, მას არ შეუძლია გამოიყენოს Paysera Tickets პლატფორმის სერვისები.

Paysera-ს პასუხისმგებლობა

9.1. Paysera აღნიშნავს და ორგანიზატორი ადასტურებს, რომ Paysera-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა და არ აქვს უფლება დააწესოს პლატფორმაზე ორგანიზატორების მიერ განთავსებული ბილეთების მომსახურების პირობები, ასევე არ იღებს პასუხისმგებლობას ბილეთების მოქმედებაზე, მათ შეჩერებაზე, განახლებებზე და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. Paysera არ ადგენს ღონისძიებაზე დასწრების/მონაწილეობის ღირებულებას ან ღონისძიებაზე დასწრების/მონაწილეობის პირობებს, არ ანაწილებს ადგილებს, არ ადგენს მომსახურების სხვა პირობებს. Paysera არ არის პასუხისმგებლი ღონისძიების ხარისხზე, მის შინაარსზე, ჩატარებასა და ჯერადობაზე და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. Paysera არ იძლევა არანაირ გარანტიებს ორგანიზატორის მომსახურებასთან დაკავშირებით. შეძენილი ბილეთებით მისაღები მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია კონკრეტული ღონისძიების აღწერაში ან ღონისძიების ორგანიზატორთან დაკავშირების გზით.


მოთხოვნები მომხმარებლის მიერ პლატფორმის უსაფრთხოდ გამოყენებისთვის

10.1 პლატფორმის გაუმართაობა: Paysera არ იძლევა გარანტიას პლატფორმის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე, ამიტომ იგი არ/ვერ იქნება პასუხისმგებელი, Paysera Tickets პლატფორმის იმგვარ გაუმართაობაზე/ტექნიკურ პრობლემაზე/შეფერხებაზე, რომელიც არ მომხდარა Paysera-ს ბრალით, ასევე ამგვარი გაუმართაობით/ტექნიკური პრობლემით/შეფერხებით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე.
10.2 ტექნიკური ხარვეზები: Paysera არ არის პასუხისმგებელი ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე; შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების/გადაცემის პროცესში; მომხმარებლის/მყიდველის/ორგანიზატორის მასალების განადგურებაზე, მოპარვაზე, არასანქცირებულ წვდომაზე.
10.3. ორგანიზატორის/მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა: Paysera არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ორგანიზატორის/მყიდველის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არასათანადო შესრულებით, მათ შორის შეძენილ ბილეთებთან ან ღონისძიებებთან დაკავშირებულ ზიანზე.
10.4. ინფორმაციის სიზუსტე: Paysera არ არის პასუხისმგებელი ორგანიზატორის/მყიდველის მიერ Paysera-სთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ამგვარი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
10.5. მესამე მხარის მიერ გამოწვეული ზიანი: Paysera არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ქმედებებზე, მათ ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე, მაშინაც კი, როდესაც მესამე მხარის ვებგვერდზე განთავსებულია პლატფორმის ბმული.
10.6. მესამე მხარისთვის მიყენებული ზიანი: Paysera არ არის პასუხისმგებელი მყიდველის/ორგანიზატორის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
10.7. მოწყობილონის დაზიანება: Paysera არ არის პასუხისმგებელი მომხარებლის/მყიდველის/ ორგანიზატორის ან სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერის, ტაბლეტის, მობილური ტელეფონის და ა.შ.) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა ომხარებლის/მყიდველის/ ორგანიზატორის მიერ პლატფორმის გამოყენებით, ვებ საიტიდან ან ვებ საიტზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ან / და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო.
10.8. პლატფორმაზე გნახორციელებულ ოპერაციაზე/მოთხოვნაზე უარი: Paysera იტოვებს უფლებას უარყოს ან გააუქმოს იმ მყიდველის/ორგანიზატორის მოთხოვნები/პლატფორმაზე გნახორციელებული ოპერაციები, რომლებმაც დაარღვიეს Paysera-ს წესები და პირობები; რომლებთანაც Paysera-ს აქვს სამართლებრივი დავა; ; რომელთა მიმართაც Paysera-ს აქვს ეჭვი თაღლითური= ქმედებაზე, მათ შორის ბარათით გადახდებთან დაკავშირებულ თაღლითობაზე და სხვა.
10.9. მატერიალური პასუხისმგებლობის შეზღუდვა: Paysera-ს პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მყიდველის/ორგანიზატორის მიერ სადაოდ გამხდარ შემთხვევებში გადახდილი საკომისიოებიდან Paysera-ს მიერ მიღებული ანაზღაურების ოდენობით, ყველა გადასახადის, მოსაკრებლის და საკომისიოს გამოკლებით.
10.10. მესამე მხარეთა ბმულები: Paysera-ს მიერ მესამე მხარის პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომები დაშვებულია, ხოლო მესამე მხარის ვებგვერდზე/პლატფორმებზე ჰიპერბმულები მოწოდებულია მხოლოდ მომხარებლისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ასეთი წვდომები/ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების მოწონებას/პროპაგანდას. მომხმარებელი იყენებს მესამე მხარის ინფორმაციას და/ან ბმულებს საკუთარი პასუხისმგებლობით. Paysera არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ინფორმაციის და/ან ვებგვერდების შინაარსზე, გამოყენებასა ან ხელმისაწვდომობაზე. დაშვებული წვდომების/ჰიპერბმულების მეშვეობით ხელმისაწვდომი ინფორმაცია/პროდუქტი/მომსახურება, მათ შორის მოწოდებული ინფორმაციის/მონაცემების სიზუსტე, შინაარსი, ხარისხი, არ არის შემოწმებული ან დადასტურებული Paysera-ს მიერ. Paysera არ იძლევა გარანტიას, რომ დაშვებული წვდომების/ჰიპერბმულების მეშვეობით ხელმისაწვდომი ინფორმაცია/პროდუქტი/მომსახურება თავისუფალია საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნის ან სხვა მესამე მხარის უფლებების დარღვევისგან ან/და არ შეიცავს ვირუსების ან სხვა მავნე მასალებს. Paysera არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ვებგვერდებზე მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვაზე, მაშინაც კი, თუ მომხმარებელი ასეთ ვებგვერდებზე გადადის პლატფორმაზე მოწოდებული ჰიპერბმულების მეშვეობით.

თაღლითობის/საეჭვო შემთხვევების შესახებ შეტყობინების პროცედურა

11.1.ხელშეკრულების პირობები: Paysera დებს ხელშეკრულებას წინამდებარე პირობებში მოცემული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების საფუძველზე და მიიჩნევს მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა არის საკმარისი მიზეზი, რათა Paysera-მ ცალმხრივად უარი თქვას ხელშეკრულებითა და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის ან/და მომსახურების მიწოდებაზე.
12. მოთხოვნები მომხმარებლის მიერ პლატფორმის უსაფრთხოდ გამოყენებისთვის
12.1. ინფორმაცია ღონისძიების შესახებ: ბილეთების შეკვეთამდე მყიდველი გულმოდგინედ უნდა გაეცნოს და გაითვალისწინოს ორგანიზატორის მიერ მითითებული ღონისძიების პირობები, ბილეთების ფასი და/ან შეძენილი ბილეთით მისაღები მომსახურების სხვა პირობები/მახასიათებლები.
12.2. ბილეთის შეკვეთის შეუფერხებლობა: ვებ საიტზე ბილეთების შეკვეთისას, მყიდველი უნდა დარწმუნდეს, რომ ეძებს ბილეთებს და/ან ათავსებს შეკვეთას მხოლოდ ვებ ბრაუზერის ერთი ფანჯრის გამოყენებით. თუ მყიდველი ეძებს ბილეთებს ვებ ბრაუზერის რამდენიმე ფანჯრის გამოყენებით, მან შეიძლება დაკარგოს ბილეთები ან ამოეწუროს პლატფორმაზე ავტორიზებული სესიის დრო. ამ მიზეზით, შესაძლებელია შეფერხდეს ბილეთის ძებნის/შეძენის პროცესი.
12.3. პლატფორმის მომხარებელს ეკრძალება: მომხმარებლებს მკაცრად ეკრძალებათ ჩაერთონ შემდეგ სახის ქმედებებში:
12.3.1. ინფორმაციის არაავტორიზებული კოპირება: კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, ვებ საიტზე არსებული შინაარსის კოპირების ან სხვა არაავტორიზებული ქმედებების განხორციელების მიზნით გამოიყენოს ნებისმიერი მოწყობილობა, პროგრამა/პროგრამული უზრუნველყოფა;
12.3.2. ბილეთის არაავტორიზებული შეკვეთა: გამოიყენოს ნებისმიერი მოწყობილობა, პროგრამა/პროგრამული უზრუნველყოფა Paysera Tickets-ის პლატფორმაზე ან/და პლატფორმასთან დაკავშირებულ სხვა სისტემებში/პლატფორმებზე ბილეთების შეკვეთების დასამუშავებლად ან ასატვირთად. შესაბამისი პრცოედურის გავლის გარეშე;
12.3.3. შემაფერხებელი ქმედებები: გამოიყენოს ნებისმიერი მოწყობილობა, პროგრამა/პროგრამული უზრუნველყოფა, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს პლატფორმის გამართული ფუნქციონირება;
12.3.4. უკანონო ქმედებები: გამოიყენოს Paysera Tickets პლატფორმა ნებისმიერი უკანონო ქმედებებისთვის, მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ, პროგრამული კოდის გამოყენება ვებ საიტის ვიზიტორების ქმედებებისა და ქცევის თვალყურის დევნებისთვის, ვებ საიტის მომხარებლის კომპიუტერული რესურსების გამოყენება არა პლატფორმის ფუნქციონირებისთვის, კომპიუტერული მავნე პროგრამების გავრცელება, ფარული ან დაშიფრული მედიის გამოყენება;
12.3.5. ვებ საიტის გადატვირთვა: განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც გამოიწვევს პლატფორმის არაგონივრულ დატვირთვას ან გადატვირთვას/ხელშეშლას;
12.3.6. გადაჭარბებული ტექნიკური მოთხოვნები: პლატფორმაზე ავტორიზაციის, მისი გადატვირთვის ან განაახლების ან/და სერვერისთვის სხვა მოთხოვნის გაგზავნა, უფრო ხშირად, ვიდრე სამი წამიანი ინტერვალით.
12.4. მომხმარებლის პასუხისმგებლობა: მომხარებელი ვებ საიტს იყენებს საკუთარი რისკის/პასუხისმგებლობის ქვეშ. ვებ საიტს მომხარებლები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი პაროლის და/ან საკვანძო სიტყვის უსაფრთხოებაზე. Paysera არ იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებელს არ ექნებათ რაიმე სახის შეფერხება ან პრობლემა ვებ საიტის გამოყენებისას.
12.5. მომხმარებლის ვალდებულება: მომხარებელმა, რომელიც იყენებს Paysera Tickets პლატფორმის სერვისებს, უნდა იმოქმედოს გონივრულად, მიაწოდოს Paysera-ს მხოლოდ სწორი ინფორმაცია და დააზუსტოს კონკრეტულ შემთხვევაში მათთან შემხებლობაში მყოფი ყველა გარემოება და სრულად ფლობდეს საჭირო ინფორმაციას.
12.6. დარღვევების შეტყობინება: 12.3. პუნქტში მითითებული დარღვევების ან პლატფორმის პირობების ნებისმიერი სხვა დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს Paysera-ს ასეთი დარღვევების შესახებ ელ.security@paysera.com.
13. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევების შესახებ შეტყობინების პროცედურა
13.1. უჩვეულო ქცევის შეტყობინება: თუ შეამჩნევთ რაიმე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციას კომპანიის პლატფორმაზე, ასევე სხვა ვებ საიტებიდან Paysera-ს სახელზე სერვისების შემოთავაზების ან Paysera-ს ვებ საიტზე არსებული იფნრომაციის (“კონტენტის”) ან სასაქონო ნიშნის არასანქცირებულ გამოყენებას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს ან დაუკავშირდით კომპანიას ელექტრონული ფოსტით security@paysera.com.
13.2. უსაფრთხოების გაფრთხილება: მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიის მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს ან ვებ საიტზე მითითებული სხვა საკომუნიკაციო არხებით, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე წვდომის ინფორმაცია, პაროლი ან სხვა უსაფრთხოების წვდომის კოდი(ებ)ი ან საშუალებები დაკარგა, მოპარეს, მიითვისეს, გამოიყენეს ნებართვის გარეშე ან სხვაგვარად გამოიყენეს უკანონოდ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის მომხმარებლის პირადი ანგარიშის (პროფილის) უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგზე/ზიანზე;
14. სხვა წესები და პირობები
14.1. პლატფორმის საიმედოობა: Paysera არ იძლევა გარანტიას Paysera Tickets-ის პლატფორმის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე, რადგან Paysera Tickets პლატფორმის მუშაობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს (შეაფერხოს) Paysera-ს კონტროლლს მიღმა არსებულმა ბევრმა ფაქტორმა. Paysera გამოიჩენს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს Paysera Tickets-ის პლატფორმის მაქსიმალურად შეუფერხებელი ფუნქციონირება, თუმცა Paysera არ იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომლებიც დადგება პლატფორმის მუშაობის დარღვევის გამო, თუ ასეთი დარღვევები მოხდება არა Paysera-ს ბრალის გამო.
14.2. საავტორო უფლებები: ბილეთების მახასიათებლები, მათ შორის დიზაინი, ტექნიკური ფორმა და მათთან დაკავშირებული ყველა საავტორო უფლება ეკუთვნის Paysera-ს ან/და ორგანიზატორს (ყველა საავტორო უფლება ბილეთების დიზაინზე ეკუთვნის Paysera-ს, გარდა ორგანიზატორის მიერ ღონისძიების შესახებ მოწოდებული გრაფიკული ინფორმაციისა (სეთის არსებობის შემთხვევაში)), Paysera არ აგებს პასუხის Paysera Tickets პლატფორმაზე განთავსებული/შეძენილი ბილეთების შინაარსზე და მის მოთხოვნებზე.
14.3. დავების მოგვარება: Paysera-სთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა მოგვარდეს Paysera-სთან მოლაპარაკების გზით. ასეთ შემთხვევებში, მყიდველი ან/და ორგანიზატორი უნდა დაუკავშირდნენ Paysera-ს კლიენტთა მხარდაჭერის განყოფილებას ვებ საიტზე განთავსებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
14.4. დავების მოგვარება მყიდველსა და ორგანიზატორს შორის მყიდველსა და ორგანიზატორს შორის წარმოშობილი დავები წყდება უშუალოდ ჩართულ მხარეებს შორის. Paysera არ მონაწილეობს მყიდველსა და ღონისძიების ორგანიზატორს შორის დავების გადაწყვეტაში და არ არის პასუხისმგებელი ასეთი დავების გადაწყვეტაზე ან მის შედეგებზე როგორც მყიდველის, ასევე ორგანიზატორის წინაშე.
14.5. იურისდიქცია: დავის მოლაპარაკებით ან დავის გადაწყვეტის სხვა არასამართლებრივი მეთოდებით ვერ გადაწყვეტის შემთხვევაში, დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.

ეს წესები, მომხმარებელსა და Paysera-ს შორის გაფორმებულ სხვა შეთანხმებებთან ერთად წარმოადგენს ერთიან ხელშეკრულებას, რომელიც აწესრიგებს პლატფორმისა და/ან პლატფორმასთან დაკავშირებული მომსახურებებით სარგებლობის საკითხებს და ანაცვლებს ყველა წინა კომუნიკაციას, წერილობით ან ზეპირ განცხადებებს და გარანტიებს, შეთანხმებებს პლატფორმისა და/ან პლატფორმასთან დაკავშირებული მომსახურებებით.