ქვეყანა: ლატვია
ენა: ქართული
შეცვლა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

გამოქვეყნების თარიღი: 25.09.2023

Paysera Tickets პლატფორმა

1. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია Paysera services (შემდგომში – Paysera), Paysera ჯგუფის კომპანიები, პირის (კლიენტის) საცხოვრებელი ქვეყნის შესაბამისად, ასევე სხვა იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობენ Paysera-ის მიერ მომსახურების გაწევაში და უფლებამოსილი არიან იმოქმედონ Paysera-ს სახელით. Paysera-ს საკონტაქტო დეტალები გამოქვეყნებულია მისამართზე www.tickets.paysera.com. Paysera-ს მიერ უფლებამოსილი მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემები: dpo@paysera.ge.
2. Paysera მართავს პლატფორმას "Paysera Tickets", რომელიც გამოიყენება ღონისძიებების ბილეთების განთავსება/გაყიდვისთვის და ხელმისაწვდომია მისამართზე tickets.paysera.com (შემდგომში – Paysera Tickets პლატფორმა).
3. Paysera Tickets პლატფორმის მიერ მოწოდებული სერვისები მოიცავს Paysera Tickets პლატფორმაზე რეგისტრაციას, ორგანიზატორების მიერ ღონისძიების შექმნას, ღონისძიებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას, მომხმარებელთა მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გაცნობას (გამოყენებას), ღონისძიებების ბილეთების გაყიდვას ან/და ღონისძიებებზე მომხმარებელთა რეგისტრაციას, მყიდველების მიერ ბილეთების შეძენას, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლას (მიწოდება და მიღება) და Paysera Tickets პლატფორმაზე არსებული ან მომავალში დამატებული Paysera-ს ყველა სხვა სერვისს (შემდგომში – სერვისები).

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიზნები

4. წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში – პოლიტიკა) არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პერსონალური მონაცემებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვების, მართვისა და შენახვის ძირითად წესებს, პერსონალური მონაცემების დამუშავების ფარგლებს, მიზნებს და Paysera Tickets პლატფორმის მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან სხვა ასპექტებს.
5. პოლიტიკა ვრცელდება ყველა პირზე (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულზე), რომლებიც სტუმრობენ Paysera Tickets-ის ვებ გვერდს ან/და იყენებენ Paysera Tickets-ის პლატფორმას.
6. Paysera პატივს სცემს პირადი კონფიდენციალურობის/პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და იღებს ყველა შესაძლო ძალისხმევას Paysera Tickets-ის პლატფორმაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. ამ ინფორმაციის არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან, კოპირებისა ან გამჟღავნებისგან დასაცავად Paysera იყენებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ფიზიკურ უსაფრთხოების ინსტრუმენტებს.
7. Paysera-ს მიერ შეგროვებული ყველა პერსონალური მონაცემი მუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

პოლიტიკასთან შესაბამისობა

8. ვებგვერდის მონახულებით (tickets.paysera.com) ან/და მასში შემავალი სერვისების გამოყენებით, პირი აღიარებს და ადასტურებს, რომ წაიკითხა წინამდებარე პოლიტიკა, გაიაზრა და ეთანხმება მას. Paysera იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეცვალოს პოლიტიკის დებულებები Paysera Tickets-ის ვებ გვერდზე პოლიტიკის განახლებული ვერსიის გამოქვეყნებით, რომელიც ძალაში შედის ვებ გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. პირი, რომელიც იყენებს ვებ გვერდს ან მასში შემავალ სერვისებს, უნდა დარწმუნდეს, რომ წაიკითხა პოლიტიკის უახლესი ვერსია, რომელიც მოქმედებს ვებ გვერდის მონახულების მომენტში. თუ პირი არ ეთანხმება პოლიტიკას და მასში დადგენილ პირობებს, მას არ აქვს უფლება გამოიყენოს Paysera Tickets პლატფორმა და პლატფორმის მეშვეობით მოწოდებული ნებისმიერი სერვისი.
9. პოლიტიკაზე დათანხმებით, პირი Paysera-ს ანიჭებს უფლებას დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები პოლიტიკაში მითითებული პროცედურის შესაბამისად.
10. Paysera აღნიშნავს, რომ Paysera Tickets პლატფორმა შეიცავს ბმულებს მესამე პირების, კომპანიების ან ორგანიზაციების (მაგ. ღონისძიების ორგანიზატორების) ვებ გვერდებზე და ბილეთის შეძენისას ან კონკრეტულ ღონისძიებაზე რეგისტრაციისას მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია გადაეცემა ღონისძიების ორგანიზატორს. Paysera არ არის პასუხისმგებელი ვებ გვერდის შინაარსზე, მათ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდებსა და ღონისძიების ორგანიზატორების (ან სხვა მესამე პირების) ვებ გვერდებზე პირადი კონფიდენციალურობის/პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფაზე, მაშინაც კი, თუ პირი მესამე პირების ვებ გვერდზე გადადის Paysera Tickets ვებ გვერდზე მოწოდებული ბმულების მეშვეობით. ამგვარად, პირადი ინფორმაციის მიწოდებამდე, პირმა უნდა წაიკითხოს შესაბამისი ვებ გვერდის პერსონალური მონაცემების დამუშავების წესები, კონფიდენციალურობის პირობები და სხვა დაკავშირებული დოკუმენტები.

Paysera Tickets პლატფორმაზე შეგროვებული პერსონალური მონაცემები

11. პოლიტიკა ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც შეიძლება შეგროვდეს პლატფორმის სერვისებით სარგებლობისას და რომელიც ითვლება პერსონალურ მონაცემად, ანუ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული იდენტიფიცირებულ პირთან ან გამოყენებულ ქინას პირის იდენტიფიკაციისთვის. წინამდებარე პოლიტიკის დებულებები არ გამოიყენება იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც არ ითვლება პერსონალურ მონაცემად.
12. Paysera Tickets პლატფორმაზე არსებული გარკვეული მონაცემები, რომლებსაც Paysera მოიპოვებს უშუალოდ პირისგან (მონაცემთა სუბიექტისგან), შეიძლება ჩაითვალოს პერსონალურ მონაცემებად; ამრიგად, Paysera ამუშავებს ასეთ მონაცემებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და წინამდებარე პოლიტიკის დებულებების შესაბამისად.
13. Paysera Tickets-ის პლატფორმაზე შეგროვებული მონაცემების მოცულობა დამოკიდებულია იმ სერვისებზე, რომლებსაც პირი იყენებს ან აპირებს გამოიყენოს.
14. პირს შეუძლია ეწვიოს Paysera Tickets პლატფორმის ვებგვერდს და გაეცნოს ვებ გვერდზე მოცემულ ინფორმაციას, საკუთარი თავის შესახებ ყოველგვარი ინფორმაციის მიწოდების გარეშე.
15. ღონისძიების ორგანიზატორი: იმ ორგანიზატორების პერსონალური მონაცემები, რომლებმაც ხელი მოაწერეს სს “პეისერა ბანკ საქართველოს” მომსახურების გენერალურ ხელშეკრულებას, გროვდება და მუშავდება მომსახურების გენერალური ხელშეკრულების და სს “პეისერა ბანკ საქართველოს” პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად (განთავსებულია სს “პეისერა ბანკ საქართველოს” ვებ გვერდზე).

ბილეთის მყიდველი

16. თუ პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული Paysera Tickets-ის პლატფორმაზე, სურს შეიძინოს ბილეთი Paysera Tickets-ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ღონისძიებაზე, Paysera ყოველთვის ითხოვს და ამუშავებს პირად ელ. ფოსტის მისამართს, სადაც იგზავნება მყიდველის მიერ შეძენილი ელექტრონული ბილეთები.
17. ბილეთის შეძენისას პირის მიერ მოწოდებული პირადი ელ. ფოსტის მისამართი ყოველთვის გადაეცემა შეძენილი ბილეთის ღონისძიების ორგანიზატორს. ღონისძიებაზე ბილეთის შეკვეთის დადასტურებით, პირი ასევე გასცემს თანხმობას ღონისძიების ორგანიზატორისთვის მისი პერსონალური ინფორმაციის (პერსონალური მონაცემები) გადაცემაზე.
18. Paysera Tickets პლატფორმა ღონისძიების ორგანიზატორს შესაძლებლობას აძლევს შექმნას კონკრეტული ღონისძიებისთვის ბილეთების მყიდველების (ღონისძიების მონაწილეების) შესახებ მისაღები დამატებითი ინფორმაციის ველები. მყიდველის ამ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ღონისძიების ორგანიზატორი, როგორც პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, ხოლო Paysera ამუშავებს (ინახავს) ამ მონაცემებს, როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, მონაცემთა დამმუშავებლის (ღონისძიების ორგანიზატორის) მითითებით, პერსონალური მონაცემების დამუშავების შეთანხმების საფუძველზე.
19. ღონისძიების ორგანიზატორი სრულად არის პასუხისმგებელი მყიდველების პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე. ღონისძიების ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ მყიდველების პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს ლეგიტიმური მიზნებისთვის და ლეგიტიმური საფუძვლებით, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს მყიდველისგან შესაბამისი თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და გაუგზავნოს მათ სათანადო შეტყობინება პერსონალური მონაცემების დამუშავების ან პერსონალური მონაცემთა დამუშავების შესახებ დადებული შეთანხმებების შესახებ.
20. რეკომენდირებულია, რომ ღონისძიების ორგანიზატორის მიერ მონაცემთა შეგროვება შემოიფარგლოს მხოლოდ კონკრეტული ღონისძიებისთვის აუცილებელი მონაცემებით და მხოლოდ ღონისძიების და ღონისძიების დროს გასაწევი მომსახურების მიზნებისთვის.
21. თუ ღონისძიების ორგანიზატორი მიზნად ისახავს შეგროვებული მონაცემების გამოყენებას მარკეტინგული მიზნებისთვის, ასეთი მონაცემების შეგროვებამდე ღონისძიების ორგანიზატორმა უნდა აცნობოს პირებს აღნიშნულის შესახებ და მიიღოს მათი თანხმობა ამ მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე.
22. მყიდველის პერსონალური მონაცემები, რომლებიც კონკრეტულ ღონისძიებაზე რეგისტრაციისას მიეწოდება ღონისძიების ორგანიზატორს, Paysera-ს მიერ დაცულია წინამდებარე პოლიტიკის დებულებების შესაბამისად.
23. მყიდველი პასუხისმგებელია საკუთარი პერსონალური მონაცემების მიწოდებაზე, მის სიზუსტესა და სისრულეზე.
24. Paysera არ არის პასუხისმგებელი ღონისძიების ორგანიზატორის მიერ გამოყენებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მეთოდებზე; ამრიგად, პირადი ინფორმაციის მიწოდებამდე, რეკომენდირებულია, პირმა მოიძიოს და გაეცნოს შესაბამისი ღონისძიების ორგანიზატორის მიერ გამოყენებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესებს.

მონაცემთა დამუშავების მიზნები

25. Paysera Tickets პლატფორმაზე ბილეთის შეძენისას პირის მიერ მოწოდებული მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს Paysera Tickets პლატფორმის მეშვეობით ბილეთის შეძენა. გარდა ამისა, Paysera უფლებამოსილია შეაგროვოს პერსონალური მონაცემები პოლიტიკაში მითითებული სხვა მიზნებისთვის.

რეგისტრაცია Paysera Tickets პლატფორმაზე

26.1. Paysera Tickets პლატფორმაზე რეგისტრაციისას პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება პირის მიერ Paysera Tickets პლატფორმაზე ანგარიშის დარეგისტრირების, ანგარიშის მართვის, საკუთარი ღონისძიებების, ადგილების განთავსების ან შესყიდვების ისტორიის ნახვის მიზნით.
26.2. ამ მიზნით შეიძლება დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, გარე პლატფორმებზე რეგისტრაციის იდენტიფიკატორები (მაგ. Facebook, Google, Paysera და ა.შ.), ქვეყანა და ენა.
26.3. მონაცემთა შენახვის ვადა: 10 (ათი) წელი რეგისტრაციის შეწყვეტიდან.
26.4. მონაცემთა მომწოდებელი: უშუალოდ მონაცემთა სუბიექტი.
26.5. მონაცემთა მიმღები: ამ მიზნით დამუშავებული მონაცემები არ მიეწოდება სხვა პირებს.

პლატფორმის მომხმარებლებთან ურთიერთობის მხარდაჭერა და ადმინისტრირება

27.1. თუ პირმა ნებაყოფლობით მიაწოდა თავისი პერსონალური მონაცემები Paysera-ს კონკრეტული მიზნით, Paysera-ს უფლებამოსილია გამოიყენოს ეს პერსონალური მონაცემები ამ კონკრეტული მიზნით, მაგ. თუ პირი Paysera-ს დაუკავშირდება ელექტრონული ფოსტით, Paysera Tickets-ის პლატფორმაზე მოწოდებულ სერვისებთან დაკავშირებული მოთხოვნის/საჩივრის/შეკითხვის გაგზავნის მიზნით, Paysera შეინახავს და გამოიყენებს ამ პირის მიერ მოწოდებულ მონაცემებს, რათა მოამზადოს პასუხი პირის შეკითხვებზე, მოაგვაროს პრობლემა და დააბრუნოს პასუხი პირს მითითებულ ელფოსტის მისამართზე ან სხვა მითითებულ საკონტაქტო საშუალებაზე.
27.2. ამ მიზნით შეიძლება დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
27.3. მონაცემთა შენახვის ვადა: 10 (ათი) წელი პერსონალური მონაცემების მიწოდების დღიდან.
27.4. მონაცემთა მომწოდებელი: უშუალოდ მონაცემთა სუბიექტი.
27.5. მონაცემთა მიმღებები: ამ მიზნით დამუშავებული მონაცემები არ მიეწოდება სხვა პირებს.

სერვისების შესახებ ინფორმირება

28.1. სერვისების შესახებ ინფორმირებისთვის პერსონალური მონაცემები მუშავდება ორგანიზატორისთვის Paysera-ს მიერ მოწოდებული სერვისების, მათი ფასების, სპეციფიკის და Paysera-ს მიერ მოწოდებულ სერვისებთან დაკავშირებული სხვა შეტყობინებების მიწოდების მიზნით.
28.2. ამ მიზნით შეიძლება დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები: ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ქვეყანა და ენა.
28.3. მონაცემთა სუბიექტი ადასტურებს, რომ ინფორმირებულია, რომ ასეთი შეტყობინებები აუცილებელია Paysera Tickets პლატფორმის ფუნქციონირებისთვის და ისინი არ განიხილება პირდაპირ მარკეტინგულ შეტყობინებებად.
28.4. მონაცემთა შენახვის ვადა: 10 (ათი) წელი რეგისტრაციის შეწყვეტიდან.
28.5. მონაცემთა მომწოდებელი: უშუალოდ მონაცემთა სუბიექტი.
28.6. მონაცემთა მიმღებები: ამ მიზნით დამუშავებული მონაცემები არ მიეწოდება სხვა პირებს.

პერსონალური მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით

29.1. პირდაპირი მარკეტინგისთვის პერსონალური მონაცემები მუშავდება მყიდველებისთვის Paysera-ს მიერ მოწოდებული სერვისების შესახებ შეთავაზებების მიწოდებისა და აღნიშნულ სერვისებზე მყიდველების მოსაზრებების/უკუკავშირის მიღების მიზნით.
29.2. ამ მიზნით შეიძლება დამუშავდეს შემდეგი პერსონალური მონაცემები: ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ქვეყანა და ენა.
29.3. Paysera-ს ასევე უფლებამოსილია განახორციელოს პროფილირება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. პროფილირება შეიძლება განხორციელდეს Piwik, Google, Facebook და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.
29.4. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, პირის თანხმობის მიღების შემდეგ Paysera აგზავნის საინფორმაციო ბროშურებს და პირდაპირ მარკეტინგულ შეტყობინებებს. Paysera-ს უფლებამოსილია გამოიყენოს საინფორმაციო ბროშურების სერვისის მომწოდებელი მესამე პირი, როდესაც აღნიშნული მომწოდებელი აკმაყოფილებს Paysera-ში არსებულ პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნებს. პირს შეუძლია გააუქმოს თანხმობა საინფორმაციო ბროშურის ან პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების მიღებისას პირდაპირ მარკეტინგულ შეტყობინებაში მოცემულ “თანხმობის გაუქმების ”ლინკზე დაწკაპებით, ასევე ნებისმიერ დროს Paysera-ს ელ. ფოსტაზე support@paysera.com პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის დამუშავებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით.
29.5. მონაცემთა შენახვის ვადა: მონაცემების ამ მიზნით დამუშავებაზე მონაცემთა სუბიექტის მიერ უარის განცხადებამდე ან Paysera Tickets პლატფორმაზე რეგისტრაციის შეწყვეტიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში ან ღონისძიებაზე ბილეთის შეძენის ან პერსონალური მონაცემების მიწოდების დღიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში, იმ მყიდველების შემთხვევაში,, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული Paysera Tickets პლატფორმაზე.
29.6. მონაცემთა მომწოდებელი: უშუალოდ მონაცემთა სუბიექტი.
29.7. მონაცემთა მიმღებები: ამ მიზნით მონაცემები შეიძლება გადაიცეს საძიებო და სოციალური ქსელის პლატფორმების საშუალებით (ამ პლატფორმების გვერდებზე უზრუნველყოფილია მონაცემთა დამუშავებაზე უარის თქმის შესაძლებლობა) და საინფორმაციო ბროშურის სერვისის მომწოდებლები.

სტატისტიკური ანალიზი

30. სტატისტიკური ანალიზის მიზნით, პერსონალური მონაცემები მუშავდება იმგვარად, რომ სტატისტიკური ანალიზის ფარგლებში მისი ჩართვით შეუძლებელი იყოს მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირება. სტატისტიკური ანალიზის მიზნით პერსონალური მონაცემების შეგროვება ეფუძნება ჩატარებული საქმიანობის გაანალიზების, გაუმჯობესებისა და განვითარების ლეგიტიმურ ინტერესს. პირს უფლება აქვს არ დაეთანხმოს და მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების ამგვარი მიზნით დამუშავების შეწყვეტა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით, ამის შესახებ Paysera-ს ინფორმირების გზით. თუმცა, Paysera უფლებამოსილია გააგრძელოს მონაცემების სტატისტიკური მიზნებისთვის დამუშავება, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძველი , რომელიც აღემატება მონაცემთა სუბიექტის უფლებებსა და თავისუფლებებს, ან ამგვარი დამუშავება აუცილებელია სამართლებრივი მოთხოვნის დადგენის, განხორციელების ან დაცვის მიზნით.

სერვისის გაუმჯობესება

31. ყველა ზემოაღნიშნული მიზნისთვის შეგროვებული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექნიკური და ორგანიზაციული ინსტრუმენტების, IT ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, გამოყენებულ მოწყობილობებთან სერვისების ადაპტირებისთვის, ახალი Paysera სერვისების შემუშავებისთვის, ასევე არსებული სერვისებით კმაყოფილების გასაუმჯობესებლად.

სერვისის ბოროტად გამოყენების პრევენცია და მომსახურების სათანადო მიწოდება

32. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნისთვის შეგროვებული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას არაავტორიზებული წვდომისა და გამოყენების თავიდან ასაცილებლად, ანუ კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
33. თუ გარკვეულ შემთხვევებში, გაჩნდება პერსონალური მონაცემების წინამდებარე პოლიტიკაში მითითებული მიზნების გარდა სხვა მიზნებისთვის დამუშავების საჭიროება, Paysera აღნიშნულის შესახებ აცნობებს Paysera Tickets-ის პლატფორმის მომხმარებლებს. ასეთი შეტყობინება განხორციელდება პერსონალური მონაცემების შეგროვებამდე.

მონაცემთა მიწოდების ნებაყოფლობითი ბუნება, სიზუსტე და სისრულე

34. ყველა ინფორმაცია, რომელსაც პირი აწვდის Paysera-ს, მოწოდებულია ნებაყოფლობითობის, სიზუსტისა და ინფორმაციის სისრულის პრინციპების დაცვით. Paysera Tickets-ის პლატფორმაზე ბილეთის შეძენისას და პერსონალური მონაცემების მიწოდებისას, პირი აცხადებს თანხმობას, რომ მათი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს წინამდებარე პოლიტიკაში ასახული პროცედურისა და მიზნების შესაბამისად და გადაეცეს ღონისძიების ორგანიზატორს, როგორც ეს მითითებულია პოლიტიკის მე-18 პუნქტში.
35. Paysera არ ამოწმებს მოწოდებულ პერსონალურ ინფორმაციას. მიჩნეულია, რომ პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სრული და ზუსტი, ხოლო ინფორმაციის მიმწოდებელი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეზე.

მონაცემთა გამჟღავნება

36. ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც ამას მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა, ან ეს აუცილებელია მომსახურების მიწოდების მიზნებისათვის.
37. Paysera-ს უფლებამოსილია გაამჟღავნოს პირის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ან ინფორმაცია, როდესაც ასეთი გამჟღავნება მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობით ან საზედამხედველო ორგანოს ან სხვა შესაბამისი უწყების მიერ. Paysera-ს ასევე უფლებამოსილია გაამჟღავნოს პერსონალური მონაცემები ან ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ ეს არ არის აკრძალული კანონმდებლობით და როდესაც ამგვარი გამჟღავნება შეიძლება იყოს ობიექტურად გამართლებული კონკრეტულ შემთხვევაში. Paysera იღებს ვალდებულებას არ გაუმჟღავნოს პერსონალური მონაცემები მესამე პირებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
37.1. როდესაც მონაცემთა სუბიექტი იძლევა თანხმობას პერსონალური მონაცემების გამჟღავნებაზე;
37.2. მომსახურების მიწოდებისას – პირის მიერ შეძენილი ბილეთის შესაბამისი კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორისთვის გადაცემით, ამის შესახებ პირის ინფორმირების შემდეგ (როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე პოლიტიკაში და ასევე ღონისძიების ორგანიზატორებთან გაფორმებული შეთანხმებით);
37.3. სამართალდამცავ ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
37.4. თუ ეს აუცილებელია დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან აცილების ან გამოძიებისთვის;
37.5. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
38. საჭიროების შემთხვევაში, Paysera იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ, ჩართოს მესამე პირები Paysera-ს სახელით გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად. იმისათვის, რომ ასეთ პირებს შეეძლოთ შეასრულონ დაკისრებული ფუნქციები, მათ შეიძლება მიეცეთ წვდომა გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციაზე. თუმცა, ასეთ შემთხვევებში Paysera უზრუნველყოფს, რომ აღნიშნული პირების მიერ მონაცემები გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებითა და მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

Paysera-ს მიერ შენახული პერსონალური მონაცემების გაცნობა, უზუსტობების გასწორება, მონაცემთა დამუშავებაზე უარის თქმა და სხვა უფლებები

39. პერსონალური მონაცემების სუბიექტს უფლება აქვს გაეცნოს Paysera Tickets-ის პლატფორმის მეშვეობით შეგროვებულ და შენახულ პერსონალურ მონაცემებს, მათი დამუშავების მეთოდს და მოითხოვოს მისთვის ასეთი მონაცემების მიწოდება. ასეთი მონაცემების მიწოდება შესაძლებელია უფასოდ კალენდარულ წელიწადში ერთხელ, მაგრამ სხვა შემთხვევებში, მონაცემთა მიწოდებისთვის შეიძლება დაწესდეს მიწოდების ფასი იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება მონაცემთა მიწოდების ღირებულებას.
40. პერსონალური მონაცემების სუბიექტს უფლება აქვს მოსთხოვოს Paysera-ს უსასყიდლოდ გამოასწოროს მათი პერსონალური მონაცემების ყველა უზუსტობა.
41. პერსონალური მონაცემების სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა (მონაცემების წაშლა) მონაცემთა დამუშავებაზე თავისი თანხმობის გაუქმებით, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველია პირის თანხმობა, ან როცა პერსონალური მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად ან თუ პერსონალური მონაცემები დამუშავდა უკანონოდ, ან თუ პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს კანონიერი ვალდებულებების შესაბამისად. მონაცემთა დამუშავებაზე უარის თქმის შესახებ წერილობითი მოთხოვნა Paysera-ს უნდა წარედგინოს პირადად, ელექტრონული ფოსტით ან კომუნიკაციის სხვა ელექტრონული საშუალებებით. თუ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულია, Paysera მოთხოვნის განხილვის შემდეგ შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გასათვალისწინებელია, რომ პერსონალური მონაცემების დაუყოვნებლივ წაშლის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან ვერ განხორციელდეს Paysera-ზე დაკისრებული კლიენტების პერსონალური მონაცემების შენარჩნების სამართლებრივი ვალდებულების გამო.
42. პერსონალური მონაცემების სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დაბლოკვა, როდესაც პერსონალური მონაცემების სუბიექტი სადავოდ ხდის მონაცემთა სიზუსტეს, ვიდრე დამმუშავებელი არ შეამოწმებს მონაცემთა სიზუსტეს; როდესაც მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა, მონაცემთა სუბიექტი უარს აცხადებს/ეწინააღმდეგება მონაცემთა წაშლას და სანაცვლოდ ითხოვს მათ დაბლოკვას; როდესაც მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა, მონაცემთა სუბიექტს ისინი ესაჭიროება სამართლებრივი მოთხოვნის დადგენის, განხორციელების ან დაცვის მიზნით. მონაცემთა დამუშავების შეზღუდვის მოხსნამდე მონაცემთა სუბიექტი, რომელმაც პირველი პუნქტის შესაბამისად მოითხოვა მონაცემთა დაბლოკვა, წინასწარ იქნება ინფორმირებული მონაცემთა დაბლოკვის შეწყვეტის შესახებ.
43. პერსონალური მონაცემების სუბიექტს უფლება აქვს მისი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით საჩივრით/განცხადებით მიმართოს საზედამხედველო ორგანოს, თუ კლიენტი თვლის, რომ მათი მონაცემები დამუშავებულია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევით; მისი უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელს და მონაცემთა დაცვის ოფიცერს; განახორციელოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
44. მოთხოვნა Paysera-ს მიერ შენახულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, მისი შესწორების ან დამუშავებაზე უარის თქმის შესახებ უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე tickets@paysera.com. მოთხოვნაში პირმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
45. ღონისძიების ორგანიზატორისთვის გადაცემული მონაცემების შესწორების ან წაშლისთვის მონაცემთა სუბიექტი უნდა დაუკავშირდეს უშუალოდ ღონისძიების ორგანიზატორს.

მზა ჩანაწერები („Cookie“)

46. ​​Paysera-მ შესაძლოა გამოიყენოს მზა ჩანაწერები Paysera Tickets პლატფორმაზე. cookie-ფაილები არის პატარა ფაილები, რომლებიც იგზავნება პირის ვებ ბრაუზერში და ინახება მის მოწყობილობაში/ პერსონალური კომპიუტერის მყარ დისკზე. Cookie მომხმარებლის მოწყობილობას გადაეცემა ვებ საიტზე პირველივე ვიზიტისას. მოგვიანებით, cookie-ფაილები გამოიყენება მოწყობილობის იდენტიფიკაციისთვის და ვებ გვერდზე და მასში შემავალ ინფორმაციაზე წვდომის გასაადვილებლად. ვებ ბრაუზერების უმრავლესობა ავტომატურად იღებს cookie-ფაილებს, მაგრამ პირს შეუძლია შეცვალოს თავისი ვებ ბრაუზერის პარამეტრები, გამორთოს cookie და წაშალოს უკვე არსებული cookie. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულმა ქმედებამ შეიძლება შეზღუდოს ვებ გვერდის ფუნქციონირება.
47. Paysera-ს მიერ გამოყენებული აუცილებელი cookie-ფაილები ყოველთვის ინახება პირის მოწყობილობაზე და გამოიყენება იდენტიფიკაციის, ვებ გვერდის ფუნქციონირებისა და გამოყენების გასაუმჯობესებლად, ასევე, ვებ გვერდზე წვდომის გასამარტივებლად.
48. სხვა არასაჭირო cookie-ფაილები გამოიყენება ვებ გვერდის და Paysera Tickets პლატფორმის გამოყენების გამოცდილებისა (user experience) და მოწოდებული სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ეს cookie გამოიყენება მხოლოდ პირის თანხმობის მიღების შემდეგ.
49. სრული ინფორმაცია ვებ გვერდზე გამოყენებული ქუქიების, მათი დანიშნულების, მოქმედებისა და გამოყენებული მონაცემების შესახებ მოცემულია აქ.

საბოლოო დებულებები

50. Paysera იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე პოლიტიკის დებულებები. ასეთი ცვლილებები ძალაში შედის Paysera-ს ვებგვერდზე - tickets.paysera.com - გამოქვეყნების მომენტიდან. რეკომენდირებულია, რომ ვებ გვერდის მონახულებისას და სერვისების გამოყენებისას, მომხმარებელმა ყოველთვის წაიკითხოს პოლიტიკის უახლესი ვერსია, რომელიც გამოიყენება ვებ გვერდის მონახულებისა და სერვისების გამოყენების მომენტში.
51. წინამდებარე პოლიტიკის დებულებები ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას. წინამდებარე პოლიტიკის დებულებებთან დაკავშირებული ყველა დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში – თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (ძველი ვერსია, მოქმედებს აღნიშნულ თარიღამდე: 30.03.2023)