ქვეყანა: EN
ენა: ქართული
შეცვლა

აფილირებული მარკეტინგული პროგრამა

რას ნიშნავს აფილირებული მარკეტინგული პროგრამა?

ღონისძიების ორგანიზებისას ორგანიზატორის ერთ-ერთი მთავარ ამოცანას წარმოადგენს ღონისძიების დამსწრეთა მაქსიმალური ოდენობის დაგროვება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საჭიროა ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გავრცელება, სწორი სეგმენტისა და საკომუნიკაციო არხების არჩევით. გაეცანით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ აფილირებული მარკეტინგის პროგრამას და დააიდენტიფიცირეთ თქვენ საჭიროებებზე სტრატეგიულად მორგებული საკომუნიკაციო არხები.

გამოიყენეთ ჩვენს მიერ მოწოდებული აფილირებული მარკეტინგის პროგრამა, რათა შეძლოთ მომხმარებელთა სწორი სეგმენტის დაიდენტიფიცირება და მათთვის ინფორმაციის მიწოდების ყველაზე ეფექტური საკომუნიკაციო არხების დადგენა.

როგორ დავიწყო?

შექმენით ღონისძიება

შექმენით ღონისძიება

 ღონისძიების ბმულზე მიუთითეთ დამატებითი პარამეტრები

ღონისძიების ბმულზე მიუთითეთ დამატებითი პარამეტრები

თვალყური ადევნეთ მომხმარებელთა აქტივობებს თქვენს ღონისძიებაზე

თვალყური ადევნეთ მომხმარებელთა აქტივობებს თქვენს ღონისძიებაზე

შეაფასეთ ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტები და არხები

შეაფასეთ ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტები და არხები

ღონისძიებაზე ვებ გვერდის მომხმარებელთა აქტივობების თვალყურის დევნებისთვის, ყოველი ღონისძიების URL-ის ბოლოს უნდა დაამატოთ თვალყურის დევნების დამატებითი პარამეტრები ?affid=parameter.
სტანდარტული ბმულის მაგალითი: https://tickets.paysera.com /lt/event/your_event_name,
ბმული თვალყურის დევნების პარამეტრით: https://tickets.paysera.com/lt/event/your_event_name?affid=newsletter

საკომუნიკაციო არხის ეფექტურობის ზუსტი მონიტორინგის მიზნით გირჩევთ ერთ ღონისძიებას მიანიჭოთ კომუნიკაციისთვის საჭირო არხებზე, ხელსაწყოებზე ან პარამეტრებზე დამოკიდებული რამოდენიმე სხვადასხვა პარამეტრი. მაგალითად, პარამეტრი შეიძლება იყოს: ?affid=facebook_event, ?affid=partnerisX და ა.შ. იმისთვის რომ იხილოთ სტატისტიკის პარამეტრები, გაიარეთ ავტორიზაცია სისტემაში და აირჩიეთ რეპორტები > დავალებები.

თუ მომხმარებელი სხვადასხვა აფილირებული ბმულის მეშვეობით ეწვევა თქვენი ღონისძიების გვერდს, საკომუნიკაციო არხების ეფექტურობის ანალიზში გამოგიჩნდებათ მხოლოდ ის არხი, რომლიდან გადმომისამართების შემდეგაც მოხდა ბილეთების შეძენა ან ღონისძიებაზე დარეგისტრირება.

<strong> დარეგისტრირდით პლატფორმაზე და მართეთ ღონისძიებები მარტივად! </strong>