ქვეყანა: ლიეტუვა
ენა: ქართული
შეცვლა

შენი ღონისძიება შენებურად - მიიღე შენს სურვილებზე მორგებული გამოცდილება!

Paysera Tickets არის პლატფორმა ღონისძიების ორგანიზატორებისთვის. პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ ღონისძიება, დეტალურად განსაზღვროთ მასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნათ სასურველი ტიპის ბილეთები და მიიღოთ სტატისტიკური ინფორმაცია თქვენი ღონისძიების შესახებ. განახორციელეთ ეს და ღონისძიების მართვასთან დაკავშირებული სხვა მრავალი ქმედება დისტანციურად.

ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი

ორგანიზატორს აქვს შესაძელბლობა პლატფორმა გამოიყენოს როგორც უფასო, ასევე ფასიანი ღონისძიებების შესაქმნელად და სამართავად. პლატფორმაზე უფასო ღონისძიების შექმნა ხდება ყოველგავრი საკომისიოს დაკისრების გარეშე, ხოლო ფასიანი ღონისძიბის გადახდების პლატფორმის მეშვეობით მიღებისთის დაწესებული საკომისიოები შეგიძლიათ იხილოთ აქ. ორგანიზატორის მიერ ღონისძების ბილეთების შემოწმება ხდება Paysera Tickets აპლიკაციის გამოყენებით, რომელიც თავსებადია როგორც iOS, ასევე Android სისტემებთან. შეამოწმეთ ბილეთის ვალიდურობა და მისი მფლობელი Paysera Tickets აპლიკაციის გამოყენებით სწრაფად და მარტივად.

მარტივი და სწრაფი ანგარიშწორება

ბილეთებთან დაკავშირებული გადახდები ხორციელდება Paysera ელექტრონული საგადახდო სისტემის მეშვეობით. გაყიდული ბილეთებისთვის გადახდილი ფულადი სახსრები გროვდება ორგანიზატორის საბანკო ანგარიშზე, Paysera სისტემაში მოცემული წესებისა და პირობების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და მარტივ ანგარიშწორებას. ბილეთის შეძენა შესაძლებელია დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ორგანიზატორის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი გადახდის მეთოდების გამოყენებით.

კომფორტული თვითმომსახურება

Paysera Tickets პლატფორმის მეშვეობით ორგანიზატორს შეუძლია ნებისმიერ დროს მარტივად დაარედაქტიროს და მართოს ღონისძიების შესახებ ინფორმაცია, დაამატოს სხვადასხვა კატეგორიის ბილეთები, შეცვალოს ფასები, შექმნას და გაააქტიუროს ფასდაკლების კოდები, გაუგზავნოს მოსაწვევები მონაწილეებს და ისარგებლოს პლატფორმაზე შემოთავაზებული სხვა მომსახურებით.

მარკეტინგული გზამკვლევი

ორგანიზატორს შეუძლია თვალი ადევნოს ვებგვერდის ვიზიტორთა აქტივობასა და ქცევას საკუთარ პროფილზე Google Analytics-ის, Google Ads-ისა და Facebook Pixel-ის დახმარებით. Paysera Tickets პლატფორმა დამატებით გთავაზობთ მარკეტინგულ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ, შეაფასოთ თუ რომელი საკომუნიკაციო საშუალება მუშაობს საუკეთესოდ თქვენი ღონისძიებისთვის.